პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაქალმა თაღლითურად გაცნობის საიტზე 1,5 მილიონი დასცინცლა მამაკაცებს - ყველა შოკშია რეალურად...

ქალმა თაღლითურად გაცნობის საიტზე 1,5 მილიონი დასცინცლა მამაკაცებს – ყველა შოკშია რეალურად რომ ნახეს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ქალი პოულობდა გაცნობის საიტებზე მსხვერპლს და უამბობდა მძიმედ ავადმყოფი ქალიშვილის ძვირადღირებული მკურნალობის შესახებ.

ირკუტსკის ოლქის ჩუნსკის რაიონის 40 წლის მცხოვრებმა იპოვა ნამდვილი “ოქროს საბადო”. ორი წლის განმავლობაში იგი ფულს სნიცლავდა გულუბრყვილო მამაკაცებს, რომლებიც გაცნობის საიტზე ცხოვრების თანამგზავრ პარტნიორს ეძებდნენ. თაღლითი რეგისტრირდებოდა გაცნობის საიტებზე, ქმნიდა ყალბ გვერდს და ავატარის ფოტოზე ინტერნეტში ნაპოვნი ლამაზმანების სურათებს დებდა.

გაცნობის საიტების მომხმარებლებლები იწყებდნენ მასთან ურთიერთობას, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, რა დროსაც აფერისტი მათ ნდობას იმსახურებდა, შემდეგ, საუბარში, აღნიშნავდა, რომ მას ჰყავდა მძიმე ავადმყოფი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, თან ფოტოც აჩვენებდა ( ასევე ინტერნეტიდან გადმოწერილს).

ქალი ირიბად, ვითომ ხათრით მიანიშნებდა, რომ უარს არ იტყოდა ფინანსურ დახმარებაზე, ხოლო მამაკაცები უყოყმანოდ უგზავიდნენ ფულს საყვარელ ქალს.

“გულუხვი შემოწირულობების შემდეგ, თაღლითი უმალ წვეტდა მიმოწერას და აუქმებდა აკაუნტს, სანაცვლოდ ქმნიდა ახალ ყალბ გვერდს, სხვა ლამაზმანის სურათით – ამჯერად სხვა მსხვერპლის მოსაძებნად”-განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

ამ სქემის გამოყენებით, კრიმინალმა მოახერხა ირკუტსკის, ჩიტას, ასტრახანისა და კალუგის რეგიონების მრავალი მამაკაცის მოტყუება, ორ წელიწადში თაღლითმა შეძლო 1, 5 მილიონი რუბლის გამომუშავება.(დაახლოებით 20 000 აშშ$)

ამჟამად ბოროტმოქმედი დაკავებულია, ის შინაპატიმრობაშია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით (თაღლითობა). აფერისტის სახლში ჩხრეკისას ამოიღეს რამდენიმე საბანკო ბარათი, მობილური ტელეფონი და SIM ბარათები, ლეპტოპი და სხვა. ბინაში არავითარი ბავშვი არ აღმოჩნდა, დოკუმენტების მიხედვითაც ქალი მარტო ცხოვრობდა და მის გარდა არც არავინ იყო ჩაწერილი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!