შეგახსენებთ, კახა მამულაშვილი 18 ივლისს 2015 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს 5.591 გ კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და 0,2048 გ ე.წ. ექსტაზი.
ლელა წურწუმია იმ დროს ქმრის შესახებ სოციალური ქსელით ლაპარაკობდა:
''ჩემი გული ხარ, შენ, მამულიკო''...
ამ შემთხვევაშიც ლელას სტატუსს ბევრი კომენტარი აქვს. ღმერთი გფარავდეთ, ულამაზესი წყვილი ხართ, თქვენს გვერდით გვიგულეთ.
''პირადად არ გიცნობთ, არ ვიცი სიმართლე, მაგრამ მინდა, ერთად იყოთ და ბედნიერად. ლამაზი წყვილი. უშეცდომო არავინ
არაა. ღმერთი თქვენსკენ''.
''ლელა, საყვარელო, სილამაზე და სიყვარული ყველა სირთულეს ძლევს ცხოვრებაში. რაღაც ეტაპებს ყოველთვის გავდივართ გვინდა თუ არ გვინდა.
მჯერა, რომ ამ ყველაფერს მარტო თქვენ კი არა ყველა გადალახავს და ისევ დადგება ის მშვენიერი დღეები'', - წერენ „ინსტაგრამში“...