- ფოტო: ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი
წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 4 საათზე, მტკვრის სანაპიროსთან ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ ის გახდა, რომ მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ხეს შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად გარდაცვლლილები არიან 20 წლის ახალგაზრდები, ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი. ქუთათელაძე "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტი იყო. ხუთივე ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, თანაკლასელები არიან.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.