სტამბოლის მუნიციპალიტეტის ცნობით, დამანგრეველი მიწისძვრიდან 147 საათის შემდეგ, 10 წლის გოგონა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ეს შემთხვევა სამხრეთ თურქეთის ჰათაის პროვინციაში მოხდა. სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა გოგონა, სახელად ჯუდი, ნანგრევებიდან ამოიყვანეს და საკაცით კლინიკაში გადაიყვანეს.
“ჯუდი ჩვენი საყვარელი. საყვარელო ჯუდი”, – გაისმა ვიდეოში მყოფი პირის სიტყვები, “ალილუია!”
ამასთან, თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 და 8 წლის ბიჭები. პატარები გადარჩდნენ.