ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, თოვლი, ძლიერი ქარი და წვიმა - საქართველოს სკანდინავიის...

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, თოვლი, ძლიერი ქარი და წვიმა – საქართველოს სკანდინავიის ციკლონი უახლოვდება

amindi

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!