მთავარიახალი ამბები118 ადამიანია დაღუპული, მთლიანი კორპუსი წამებში დაინგრა - რამდენიმე წუთში კი თურქეთში...
თვითფრინავის ბილეთები

118 ადამიანია დაღუპული, მთლიანი კორპუსი წამებში დაინგრა – რამდენიმე წუთში კი თურქეთში დამანგრეველ, 8 მაგნიტუდის მიწისძვრას ელიან

ქართველი ემიგრანტის, ია ბირკაძის ინფორმაციით, რომელიც ქალაქ მერსინიდან გვეკონტაქტება, საცხოვრებელ სახლებში შესვლა აეკრძალათ და გადაწყვიტეს, ქალაქგარეთ გასვლა.

მისივე ცნობით, ტელეფონებზე შეტყობინებები მიიღეს, სადაც ვკითხულობთ, რომ საღამოს საათებში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა მოსალოდნელი.

„ყველას შეტყობინება მოგვივიდა, საღამოს 5-დან 8-საათამდე მორიგ მიწისძვრას ელიან, რომლის სიმძლავრეც 8 მაგნიტუდას შეადგენს. გამოგვირთეს სენსორები, გვაფრთხილებენ, რომ სახლებში არ დავბრუნდეთ. ჩვენც დავტოვეთ ბინა და ქალაქგარეთ გავდივართ, სადაც საფრთხე არ დაგვემუქრება.“ – გვითხრა ემიგრანტმა.

მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით