ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება4 შვილის მამა, 19 წლით უმცროსი მეუღლე, 13-წლიანი ოჯახის დანგრევა - რა...

4 შვილის მამა, 19 წლით უმცროსი მეუღლე, 13-წლიანი ოჯახის დანგრევა – რა გახდა მიზეზი წყვილის დაშორების?

amindi

50 წლის არტისტი, მეცნიერი, მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე გია ბაღაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროფესიიდან გამომდინარე ის ხშირად არის მედიის ყურადღების ცენტრში.

ამ სტატიაში დღეს გია ბაღაშვილის პირადზე მოგიყვებით. როგორია ცნობილია არტისტის ცხოვრება და რატომ დაინგრა მისი ოჯახი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

ბიოგრაფია

1990 წელს დააარსა ფოლკლორული ჯგუფი „მიმინო"; 1995 წლიდან ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, პარალელურად 1995-2005წწ. იყო შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის" მუსიკალური ხელმძღვანელი, 2005 წლიდან გენერალური დირექტორი; 2006 წელს დააარსა მუსიკალური ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები"; 2001-2006წწ. ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2000-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ე. თაყაიშვილის სახელობის თბილსისი კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი(მუსიკალური ფოლკლორი), პროფესორი; მისი თაოსნობით ჩატარებულია მრავალი შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, ბენეფისი, სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი; ავტორია ორი საავტორო ტელეპროექტის ხალხური მუსიკის შესახებ: „შემოძახილი", „საახალწლო"; გასტროლებით შემოიარა: აშშ, გერმანია, იტალია, მალტა ჯგუფ „მიმინოსთან " ერთად; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

გია ბაღაშვილის და თამუნა ტაბატაძის ოჯახს, ალბათ ბევრი თქვენგანი იცნობს, წყვილს შორის 19-წლიანი სხვაობაა, მათ 4 შვილი ჰყავს.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. როგორც გიამ სოციალურ ქსელში დაწერა მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ არიან. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო, მომავალთან დაკავშირებით.

წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 19 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს.

პირველი კომენტარი პჯახთნ დაკავშირებით

თა­მუ­ნამ და გიამ ერ­თმა­ნე­თი ირი­ნა ონაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით გა­იც­ნეს. შემ­დეგ კი ჯვარ­ზე მამა და­ვით­მა ჯვა­რი დას­წე­რათ და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წა­ვიდ­ნენ.

„გია არაჩვეულებრივი მეუღლეა, ძალიან თბილი და ყურადღებიანი. ძალიან გვანებივრებს მეც და პატარებსაც. როცა გია სახლში არ არის, ისე ენატრებათ ბავშვებს, ტელეფონს მომიტანენ ხოლმე – მამას დავურეკოთო. ცალკე კოალიცია აქვთ მამასთან (იცინის). ნინი, ჩვენი უფროსი ქალიშვილი, უარს გვეუბნება ხოლმე ჭამაზე, ცოტა პრეტენზიული მჭამელია. ტკბილეული უყვარს ძალიან – ეს გენეტიკურია ალბათ (იცინის), სასარგებლო საკვები კი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს, დიდად არ მოსწონს. ერთხელ გიამ მითხრა, მე ვაჭმევო. მეც, დავთანხმდი და სხვა ოთახში გავედი. როცა უკან დავბრუნდი, თეფში ცარიელი დამხვდა. ცოტა დავეჭვდი, რადგან, ნინი ასე სწრაფად არ მიირთმევს ხოლმე (იცინის). თურმე, მამიკოს და შვილს საჭმელი გადაუყრიათ“, - ამბობდა თამუნა „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

სახლი

სახლი, რომელშიც გია ბაღაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობდა, საქორწინო საჩუქარი იყო, თუმცა ხელოვანთა ოჯახი საცხოვრებლად აქ მეოთხე ქალიშვილის შეძენის შემდეგ გადავიდა.

„ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარი გახლავთ, ჩვენი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებთ. მე და თამუნა 2009 წელს დავქორწინდით. იქიდან მოყოლებული ჯერ სახლის დამთავრებას ველოდებოდით, შემდეგ სარემონტო სამუშაოებით ვიყავით დაკავებული. მალე ერთი წელი გახდება, რაც გადმოვედით“, - ამბობდა გია ბაღაშვილი „shin.ge“-სთან ინტერვიუში.

 

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!