სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ასტროლოგიურ მოვლენებს შორის აღსანიშნავია სავსე მთვარე, რომელიც 10 სექტემბერს ქალწულის თანავარსკვლავედში იქნება. ამ დღეს საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, დაიმახსოვრეთ სიზმარი და შემდეგ გააანალიზეთ. გარდა ამისა, ორგანიზმის წყლით გაწმენდა, ტკბილეულსა და სახამებლიან საკვებზე უარის თქმაც მნიშვნელოვანია. დაასუფთავეთ გარემო, გათავისუფლდით ნეგატიური ემოციებისგან და გზა პოზიტიურ ცვლილებებს დაუთმეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სავსე მთვარე თევზების ნიშანში იქნება, ამიტომაც ახალი იდეები და გეგმები შესაძლოა ძალიან პერსპექტიული იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ემოციურად ეს ასტროლოგიური მოვლენა მარტივი არ არის. შესაძლოა მომატებული გაღიზიანება და შფოთვა გქონდეთ, ან კიდევ ნოსტალგიური გრძნობები გაგიჩნდეთ. 6 სექტემბრიდან კი მერკური სტატიკური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენი ზოგიერთი საქმე, სურვილი შენელდეს. ასტროლოგები უფრო კონკრეტულად ასახელებენ, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მიმდინარე კვირის განმავლობაში:
ვერძი
ამ კვირაში შესაძლოა მოულოდნელი პროცესები განვითარდეს და გაურკვევლობა იგრძნოთ. იფიქროთ, რომ გამოსავალი არ არსებობს და თავი ჩიხში იგრძნოთ. ნუ შეშინდებათ, რადგანაც ეს გამოწვევაც რაღაცას გასწავლით და კარგ გაკვეთილს მიიღებთ. რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ემოციური სტაბილურობა აუცილებელია და ნუ იჩქარებთ, გათავისუფლდით ეჭვებისგან და ზუსტად განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ.
კურო
ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა ემოციების გაკონტროლება გაგიჭირდეთ, რადგან ეს თქვენთვის უჩვეულო მდგომარეობაა. როგორც წესი, ყველა სიახლესა თუ გამოწვევას მშვიდად ხვდებით და ყველაფერზე კარგად ფიქრობთ. ამიტომაც, ჩვეულ უნარებს მოუხმეთ და ემოციურად არასტაბილური კვირის ნუ შეგეშინდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს კვირა მოგზაურობისთვის არ არის ხელსაყრელი, ასევე ახლობლების მხრიდან შეიძლება უარყოფითი გავლენა იგრძნოთ. ამიტომაც შესაძლოა, ზოგიერთ ოჯახურ ტრადიციას გადახედოთ და მისი საჭიროება თანამედროვე სამყაროში ვეღარ დაინახოთ.
ტყუპები
ტყუპებისთვის მიმდინარე კვირა საკმაოდ ხელსაყრელი და პოზიტიური იქნება, განსაკუთრებით შედეგის მიღწევის კუთხით. მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბები, წარმატებული მივლინებები, პერსპექტიული წამოწყებები, ბევრი კომპლიმენტი, მადლიერება თუ ჯილდო - ეს ყველაფერი ამ კვირაში გელით, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და შედეგებზე კარგად დაფიქრდით.
ირჩხიბი
კირჩხიბებს შესაძლოა ემოციურად არც ისე მარტვი კვირა ჰქონდეთ. ისინი ძველი ილუზიებისა და წარსული სურვილების განადგურების წინაშე აღმოჩნდებიან. საყვარელ ადამიანთან ემოციური მიჯაჭვულობა გაგიჩნდებათ და შეიძლება იმდენად დიდი ყურადღება გამოიჩინოთ, რომ ეს მისთვის შემაწუხებელი აღმოჩნდეს. შედეგად კი კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მოვლენებს რეალურად შეხედოთ. ის სირთულეები, რაც გხვდებათ, ძირითადად თქვენი ბრალია, ამიტომაც სხვას ნუ გადააბრალებთ, დაფიქრდით, სწორი დასკვნები გამოიტანეთ და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეთ - ასე ყველაფერი კარგად იქნება.
ლომი
ლომებს ამ კვირაში აქვთ ყველა შანსი, თავი დააღწიონ დამოკიდებულებებს, როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს. ზოგი მოიშორებს შიშებს და ილუზიებს, ვიღაც კი დამთრგუნველი ადამიანის, სიტუაციის ან სისუსტის გავლენას. ბევრი ლომი უსაფრთხოდ დახურავს თავის ვალებსა თუ სესხებს, გათავისუფლდება მძიმე ვალდებულებებისგან. კვირის ბოლოს კი საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობთ, რაც ენერგიითა და ნედნიერებით აგავსებთ.
ქალწული
ქალწულისთვის ეს კვირა საკუთარ თავთან კონფლიქტს გამოიწვევს. ახლა მოგიწევთ პასუხი აგოთ იმ არაკეთილსინდისიერ მეთოდებსა და ხრიკებზე, რომლებიც წინა კვირებში გამოიყენეთ. თუმცა, ამ კვირაში პოზიტიური ცვლილებებიც გელით. შესაძლოა საპირისპირო სქესის მხრიდან გაზრდილი ყურადღება იგრძნოთ, ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც ყველაფერი რიგზე იქნება.
სასწორი
ამ კვირის განმავლობაში სასწორს არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფრთხე ემუქრება. მეტიც, შესაძლოა რჩევა თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანისგან მიიღოთ, მაგრამ მაინც არ გაამართლოს. შეიძლება ჩაერთოთ პროექტებში, რომელთა განსახორციელებლად პროფესიონალიზმი და მენეჯერული რესურსები საკმარისი არ აღმოჩნდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ფხიზლად იყავით. წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, თუ ლოგიკურად იმსჯელებთ და ფაქტებს არ უგულებელყოფთ.
მორიელი
მორიელების პროგნოზი ამ კვირაში ლომის პროგნოზის მსგავსია. მორიელები სამსახურთან, ფინანსებთან და ურთიერთობებთან დაკავშირებულ სიტუაციებში არჩევანის შესაძლებლობას მიიღებენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა პოზიტიური ცვლილებები გელით და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გათავისუფლდებით გარკვეული დამოკიდებულებებისგან როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად, გაგიუმჯობესდებათ განწყობა და ამას გარშემომყოფებიც შეამჩნევენ.
მშვილდოსანი
წინა კვირის ხელსაყრელი ტენდენციები ამ კვირასაც გაგახარებთ. ენთუზიაზმით შეუდგებით საქმეს, განიხილავთ ახალ გეგმებს, თავს შემოქმედებით საქმიანობას მიუძღვნით და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციით დატკბებით. ამ კვირაში თქვენი ნიჭისა და თავდადების აღიარების დროა. მარტოხელა მშვილდოსნებისთვის კი განსაკუთრებული სიახლეა - კვირის განმავლობაში შესაძლოა მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ.
თხის რქა
ამ კვირაში თხის რქები მეგობრების პრობლემების გადაჭრით იქნებიან დაკავებულნი. გარდა ამისა, სამსახურში შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგექმნათ. არ არის გამორიცხული ღალატი, დაპირისპირება და ტყუილი, ამიტომ ფხიზლად იყავით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ და იყოთ თანმიმდევრულები. შესაძლოა საყვარელი ადამიანისგან უფრო მეტი ყურადრების მოთხოვნა მიიღოთ, ამიტომაც იყავით მშვიდი და ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას.
მერწყული
მერწყულებმა ყველაფერი უნდა მოაწესრიგონ, რათა სრულად განიცადონ მიმდინარე კვირის ყველა ხელსაყრელი ტენდენცია. ფინანსური წარმატებები, მოულოდნელი საჩუქრები, სასიამოვნო შენაძენები, იღბალი გელით. გაგიჩნდებათ სტაბილურობის განცდა, შესაძლოა ზოგიერთი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ აქციოთ და აქედანაც წარმატება ნახოთ. ნიშნის ყველა წარმომადგენელი უკეთესობისკენ იგრძნობს ცვლილებას.
თევზები
თევზებს გეგმების განხორციელების კუთხით დადებითი კვირა ექნებათ. თითქმის ყველა უგულებელყოფილი ან გადადებული საქმის "გახსენება", სიტუაციების გარკვევა და გეგმები განხორციელდება. იგრძნობთ დიდ ენერგიას და ახლა მოგინდებათ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ოდესღაც დაიწყეთ, ბოლომდე მიიყვანოთ. ამაში კი შინაგანი სიმშვიდე და დისციპლინა დაგეხმარებათ. რაც მთავარია, ახლა სწორი მიმართულებით მიდიხართ.
წყარო - ბომონდი