გია თოიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ჯგუფ ,,წერილის” წევრი გარდაიცვალა.
,,მიჭირს, არც კი ვიცი როგორ ვწერ, დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაიცვალა…ლევანი აღარ არის”, – წერს თოიძე სოციალურ ქსელში.
ლევან სვანიძე 90-იანი წლების ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი იყო. უკრავდა ბენდებში მკვდარი სულების არდადეგები, ამორალი (შემდგომში წერილი).