პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები”567 ამპულა მორფი და…” - ოჯახი ფეხბურთელის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რა...

”567 ამპულა მორფი და…” – ოჯახი ფეხბურთელის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რა მოხდა სინამდვილეში?

kompensacia frenebzekompensacia frenebze

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. ისინი გამოძიებასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნასაც ასაჯაროებს, სადაც წერია, რომ პრეპარატების იმ დოზით მიღებას, რასაც ვახტანგ ჩარკვიანს საავადმყოფოში აწვდიდნენ, ვერცერთი ორგანიზმი ვერ გაუძლებდა. ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა ბრალი, თუმცა ოჯახის ადვოკატის თქმით, კვლავ მოითხოვენ საქმის ობიექტურად გამოძიებას.

“ჩადენილია სახელმწიფოს მხრიდან უმძიმესი დანაშაული, ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობა, 567 ამპულა მორფი, ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს 20 დღის განმავლობაში ვახტანგ ჩარკვიანს. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ამდენი ნარკოტიკული საშუალების მიღება გამოიწვევდა ადამიანის სიკვდილს”, – თქვა ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა.

წყარო: ”მთავარი არხი”

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!