თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად, ქვეითად მოსიარულე 14 წლის გოგო დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.