რამდენიმე საათის წინ ავტომობილი ამოტრიალდა ვაჟა-ფშაველაზე. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.