საგარეჯოში სასტიკი თავდასხმის მომწყობის, ყოფილი სამხედროს დაკრძალვის ადგილი უცნობია.
ადგილობრივების თქმით, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი სახელმწიფომ უნდა დაკრძალოს.
"როგრც ვიცით, მორგში ასვენია. ამ კორპუსში მისი გადმოსვენება რანაირად წარმოგიდგენიათ? ოჯახს სურვილიც არ გამოუთქვამს. ხალხი ლაპარაკობს, დედაც კი ამბობს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო, ნახევარძმამ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე.
ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო მიხედავს ალბათ. ჩვენ ახლა ეს ბიჭები უნდა გავასვენოთ ღირსეულად, სამოქალაქო პანაშვიდი მოვაწყოთ და დაჭრილებზე ვიზრუნოთ. საავადმყოფოში, გიორგიმ თვალი გაახილა და იქ ცალკე ვგულშემატკივრობთ. ბევრი დარდი გვაქვს და სულ არ გვაინტერესებს, იმ კაცს სად დაკრძალავენ", - აცხადებს "პრაიმ ტაიმთან" ერთ-ერთი საგარეჯოელი.
"სახელმწიფომ მიხედოს და დამარხოს, დედასაც კი უთქვამს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო", - ამბობენ ადგილობრივები.