ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიქობულეთის ცენტრში სროლაა - რა ხდება ქვეყანაში დღეს?
თვითფრინავის ბილეთები

ქობულეთის ცენტრში სროლაა – რა ხდება ქვეყანაში დღეს?

frenis kompensaciafrenis kompensacia

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. დილით ადრე, გასროლილი ბრმა ტყვია მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლის შენობის შუშის კედელს მოხვდა, რა დროსაც თანამშრომლები უკვე შენობაში იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია რა იყო სროლის მიზეზი. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„კურიერის“ ინფორმაციით, გასროლამდე ჩხუბის და ხმამაღალი შელაპარაკების ხმა ისმოდა, ჩხუბში სავარაუდოდ რამდენიმე პირი მონაწილეობდა. იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მარკეტის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია ჩანაწერები.

იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესი ამ დრომდე  არ განახლებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც “რუსთავი 2”-ს შსს-ში დაუდასტურეს, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით