საგარეჯოში, სადაც ყოფილმა სამხედრომ 5 ადამიანი ჩაცხრილა და მერე თავადაც მოიკლა თავი, ადგილობრივები თავდამსხმელის ცეხდრის მის საცხოვრებელ ბინაში გადასვენებას ეწინააღმდეგებიან.
"აქ არ მოასვენონ ცხედარი. თუ უნდათ, ნაგავში გადააგდონ!", - აცხადებს ადგილობრივი.
ცნობისთვის, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი ჯერ პროზექტურაშია.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.