პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებივინ არის კაცი, რომელმაც საგარეჯოში ხალხი ამოხოცა - 5 ადამიანი მოკლა და...

ვინ არის კაცი, რომელმაც საგარეჯოში ხალხი ამოხოცა – 5 ადამიანი მოკლა და 5 ადამიანი დაჭრა საშინელი ტრაგიკული ამბავი

amindi

სა­გა­რე­ჯო­ში, კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან სრო­ლის შე­სა­ხებ, რის შე­დე­გა­დაც, გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 წლამ­დე პირი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა, აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში, ერთ-ერთ ბი­ნა­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვებს რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ის სახ­ლში არ უნა­ხავთ. ამას­თან, ად­გილ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან. მე მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, დი­ლი­დან აქ ვარ და სხვა დე­ტა­ლი არ ვიცი. რო­გორც ვიცი, თავ­დამ­სხმე­ლიც იქ ცხოვ­რობს, მაგ­რამ მე არ ვიც­ნობ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა… და­ღუ­პუ­ლე­ბი პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი არი­ან. ისი­ნი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერთ უბან­ში ვართ გაზ­რდი­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა – 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია. მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. 5 ადამიანია ასევე დაჭრილი, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. ვერავინ ვერ ვხსნით რა მოხდა. მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა ჯერ ერთი მხრიდან, მერე აივნის მეორე მხრიდან, სახლში იყო იმ პირის შვილიც, რომელიც სახლიდან გაიქცა.

ეს პირი სამხედრო პირი იყო, როგორც უკვე ვიცით 2021 წელს არის წამოსული სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა ჯარში და ავღანეთშიც ნამყოფია. სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა და მოუწოდეს, მაგრამ ვერაფერი… გასროლა გააკეთა ამ პირმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი შევიდა. სპეცრაზმმა ნახა, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა და გვერდით იარაღი ედო.

სახელს და გვარს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, შვილი ვერაფერს გვეუბნება ამბობს, რომ გამოვედი და გვამები ძირს ეყარა, მე კი გამოვიქეციო,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახლახანს ცნობილი ხდება რომ დაღუპული 6 ადამიანია. პრაიმტაიმმა ახლახანს მკლველის ვინაობა დაადგინა და ფოტო გაავრცელა. ”პრაიმტაიმის” ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!