შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინიროგორ შევარჩიოთ ინტერიერის აქსესუარები

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის აქსესუარები

kompensacia frenebzekompensacia frenebze

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის აქსესუარები

ეს, ერთი შეხედვით, არააუცილებელი ნივთები ნებისმიერი სივრცისთვის ჰაერივით საჭიროა – ყველაზე მკაცრი და ზედმიწევნით მინიმალისტური ინტერიერებისთვისაც კი.

სწორედ, გემოვნებით შერჩეული, თვალისთვის სასიამოვნო „არააუცილებელი“ წვრილმანები აცოცხლებენ სივრცეს და გვაჩვენებენ, რომ დიზაინი, თუნდაც სამრეწველო, ხელოვნებაა და არა – კონევირული სისტემის პროდუქტი.

მთავარია იმის ცოდნა, როგორ შევარჩიოთ ინტერიერის აქსესუარები და განვალაგოთ სახლში ისე, რომ იქაურობას განუმეორებელი ხასიათი შესძინოს.

– მაინც, რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერის საგნების შეძენისას?

– სივრცის გეომეტრია. სივრცის დეტალებით შევსების პროცესი ერთგვარად ფერწერას ჰგავს. და იწყება, დაახლოებით, ისე, როგორც მხატვარი იწყებს სურათის ხატვას – ტილოს შერჩევით და კომპოზიციის მთავარი ელემენტების განაწილებით. ნათელია, რომ ინტერიერის აქსესუარების ზომა უნდა იყოს შენობის/ოთახის ზომის ადეკვატური. პატარაა ოთახი? დიზაინის აქსესუარებიც პატარა უნდა აარჩიოთ.

სახლის დეკორი პატარა სივრცისთვის

თუ გსურთ, ვიზუალურად გაფართოვდეს სივრცე, წვრილი დეტალების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. გადაჭარბებული მრავალფეროვნება ზედმეტად გაუსვამს ხაზს ოთახის დაბალ ჭერსა და მოკრძალებულ ფართობს. პატარა ოთახისთვის უმჯობესია, აირჩიოთ 2-3 ნათელი ან ორიგინალური ფორმის საგანი  და განათავსოთ ერთმანეთისგან გარკვეული მანძილის დაშორებით, მაგალითად: რამდენიმე ღია პრინტის დეკორატიული ბალიში და პლედი დივანზე, საინტერესო ფორმის სასანთლე, პატარა მაგიდის საათი, შუშის ვაზა ან კერამიკული ვაზა ყავის მაგიდისთვის.

თუ წვრილ-წვრილი დეტალები და გსურთ, სახლის დეკორი პატარა საგნებით ააწყოთ, ეცადეთ, ისინი რაღაც ერთი ნიშნით შეარჩიოთ და ერთ სიბრტყეზე განალაგოთ: მოთავსოთ კედელზე სიმეტრიულ ჩარჩოებში, დააწყოთ კედლის დეკორატიულ თაროებზე და ასე შემდეგ;

სახლის დეკორი დიდი სივრცისთვის

დიდ ოთახში მთავარი აქცენტების გასაკეთებლად დიდი ზომის, თუმცა სხვადასხვა ფორმის საგნებს გირჩევთ. ამ მიზნისთვის საუკეთესოა კედლის დეკორატიული საათები ან მაღალი ტორშერები, კედლის დეკორატიულისურათები, კედლის ნახატები ან კედლის დეკორის სხვა ელემენტები.

ეცადეთ, თავიდანვე შეარჩიოთ ოთახის კომპოზიციური ცენტრი. უმჯობესია, თუ იგი არ დაემთხვევა „გეოგრაფიულ“ ცენტრს. პატარა სივრცეში ასეთი ცენტრი უნდა იყოს ერთი, დიდ სივრცეში – დასაშვებია რამოდენიმეც კი. სწორედ იქ უნდა დააწყოთ ყველაზე გამორჩეული აქსესუარები, რომლებზეც სტუმრების ყურადღების გადატანა გსურთ. თუკი სახლის დეკორისთვის რამოდენიმე აქსესუარი გაქვთ, ისინი ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ფორმით, შინაარსითა და ფერებით.

კომოდი სარკით

ინტერიერის აქსესუარების ფერები

ფერი ყველაზე საყურადღებო „წყალქვეშა ქვაა“ ინტერიერის დიზაინში. შეცდომის თავიდან ასაცილებლად რამოდენიმე მარტივი წესის ცოდნაა საჭიროა.

თუ ოთახის კედლები ნეიტრალური ფერისაა, შეგიძლიათ, დეკორისთვის რამოდენიმე მკვეთრი, მაგრამ ურთიერთშეთანხმებული ფერი შერჩიოთ  – ისინი ოთახს გააცოცხლებენ; მაგალითად: ფირუზისფერიდეკორატიული ბალიში და ლიმნისფერი ფარდები; ფერადი შუშის ვაზა და დეკორატიული სურათი წითელ ფერში;

თუ ოთახში უკვე არსებეობს მკვეთი დეტალი – მაგალითად, ნარინჯისფერი, წითელი ან შავი კედელი, დიდი ზომის დეკორატიული ბუხარი ან ელექტრო ბუხარი, ამ შემთხვევაში უკვე სასურველია სწორედ ამ დეტალების ხაზგასმა შესაფერისი ინტერიერის აქსესუარებით, რომლებსაც მოპირდაპირე მხარეს განათავსებთ. ეს შეიძლება იყოს, ისევ და ისევ, დეკორატიული ბალიშები, სახლის სურათები ან დეკორატიული ავეჯი – მაგალითად, სასმელის სათავსო, ბარის ურიკა.

ინტერიერის აქსესუარების საშუალებით ოთახში ფერების „დამატება“ ძალიან მოხერხებული გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ექსპერიმენტების საშუალებასაც მოგცემთ და შეცდომებსაც „გაპატიებთ“ – თუკი რეზულტატი არ მოგეწონებათ, უბრალოდ, შეცვლით აქსესუარს, რაც, ცხადია, გაცილებით მარტივია, ვიდრე კედლის გადაღებვა ან იატაკის გამოცვლა.

დეკორატიული ბალიში

ოთახის დიზაინის სტილი

დეკორის შერჩევისას ასევე მნიშვნელოვანია ინტერიერის სტილის გათვალისწინება. ნათელია, რომ მკაცრი კლასიკური გარემო ვერ იგუებს პოპ-არტულ პრინტებს, ხოლო აღმოსავლურ სასადილო ოთახში მინიმალისტური ყავის მაგიდის ადგილი ნამდვილად არ იქნება.

იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, თუ როგორი სარკე, სასანთლე, კერამიკული ვაზა, ტორშერი თუ რბილი ხალიჩა გჭირდებათ, საერთო სტილისტიკაზე უნდა ჩამოყალიბდეთ.

მაგალითად, აქსესუარებს განსკუთრებული როლი აქვს არტ-დეკოს დიზაინისთვის – დეკორატიული სარკეები, ელეგანტური მაგიდის სანათი, ძვირფასი ტექსტილი;
თუკი გსურთ, თქვენს ოთახს თანამედროვე ინდუსტრიული სტილი შესძინოთ, მაშინ შეარჩიეთ „დაუმუშავებელი“ ზედაპირები და უხეში ფაქტურები, მაგალითად: უხეში ტყავის აქსესუარები, ლითონი, სქელი დეკორატიული სარკეები რკინის ჩარჩოებში, მაგიდის სანათი რკინის დეტალებით;
კოლორიტული, თბილი ინტერიერის შესაქმნელად კი დაგჭირდებათ აქსესუარები ეგზოტიკური შტრიხებითა და ნათელი ფერებით.

როგორიც უნდა იყოს თქვენი სახლის ინტერიერის სტილი – ცივი მინიმალიზმი, მყუდრო-შინაური, კაპრიზული არ-დეკო თუ მკაცრი კლასიკა – მას გამომსახველობას სწორედ სახლის დეკორი და ინტერიერის აქსესუარები აძლევს.

მაგიდის აქსესუარები

დასკვნის სახით:

ერთი რამ, აუცილებლად, გაითვალისწინეთ – სახლში არ უნდა იყოს შემთხვევითი აქსესუარები. დეკორატიულ წვრილმანებთან ჰარმონიული თანაცხოვრება მაშინ არის შესაძლებელი, როცა შერჩევისას გათვალისწინებულია მომავალი პატრონის არა მხოლოდ გემოვნება, არამედ მისი ხასიათი და ჩვევები.

 

ბევრი საინტერესო რჩევებისთვის შემოგვიერთდით ჯგუფში : https://www.facebook.com/groups/184216032105877

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!