ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი კატრიონა კემპბელი, ფიქრობს, რომ მალე ადამიანები მეტავერსის შიგნით ხელოვნური ინტელექტის მქონე ვირტუალურ ბავშვებს გაზრდიან. ამ ჰიპოთეტურ შთამომავლებს კემპბელი „ტამაგოჩი ბავშვებს“ უწოდებს.
ექსპერტის მტკიცებით ვირტუალური ბავშვების ყოლა მოსახლეობის სიჭარბისა და შეზღუდული რესურსების კუთხით მეტად ხელსაყრელი და იაფი ვარიანტი იქნება, რამაც შესაძლოა მოსახლეობის სიჭარბის პრობლემა გადაჭრას.
კემპბელი აცხადებს, რომ მოსახლეობის ზრდას გარემოზე გამანადგურებელი ზეგავლენა აქვს, ვირტუალური ბავშვები კი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას შეამცირებს.