პარასკევი, მარტი 29, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიფულადი პრიზები მოსწავლეებსა და სტუდენტებს - ნახეთ ხართ თუ არა ამ კატეგორიაში

ფულადი პრიზები მოსწავლეებსა და სტუდენტებს – ნახეთ ხართ თუ არა ამ კატეგორიაში

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია ის მიმართულებები, რომლებიც განათლების წახალისების მიზნით უნდა განხორციელდეს.

დოკუმენტის თანახმად, „იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს მოსწავლისა და სტუდენტის სწავლის ხარისხი, ძალზედ მნიშვნელოვანია მათი  მოტივირება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმოდგენილი განცხადებების მიღება, განხილვა და დაზუსტება. შერჩეულ ბენეფიციარებზე წლის განმავლობაში ერთხელ გაიცემა სტიპენდია, რომლებსაც  ბოლო ორი წელი  ნასწავლი აქვთ  ქედის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ამასთან მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მინიჭებული

ოქროს ან ვერცხლის მედალოსანის სტატუსი. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ  ქედის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში და  ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50 %, 70%, 100 %) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

შენიშვნა: ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგნაირად –  სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100 % გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1000 ლარი, 70% -ის შემთხვევაში  700 ლარი, ხოლო 50% – 500 ლარი.

მოსწავლეს, რომელსაც მიენიჭება ოქროს მედალოსანის სტატუსი, წლის განმავლობაში ერთხელ სტიპენდიის სახით ჩაერიცხება 500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსანს 400 ლარი.“

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!