“პრაიმ ჰაუსის” პირველი სეზონის გამარჯვებულის, გიორგი ნაზღაიძისა და ლიზი ქონიაძის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მათი გულშემატკივრები ამ დრომდე საუბრობენ, თუმცა ორივე ამბობდა, რომ საუკეთესო მეგობრები არიან.
როგორც ჩანს, წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს.
როგორც “პრაიმტაიმი” იუწყება, ისინი შეყვარებულები არიან.
ცნობისთვის, გიორგი ნაზღაიძე გასულ კვირას, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ბუდაპეშტში წავიდა, სადაც პარიზიდან ლიზიმ ჩააკითხა.