კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვასაზოგადოება შოკშია - ნახეთ ვანგას წინასწარმეტყველება 2023 წლისთვის

საზოგადოება შოკშია – ნახეთ ვანგას წინასწარმეტყველება 2023 წლისთვის

amindi

ვანგას წინასწარმეტყველება 2023 წლისთვის

mshoblebi

2023 წლისთვის კიდევ ერთი წინასწარმეტყველი, ვანგა საკუთარ ჩანაწერებში მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფს და აღწერს, რა ელის მსოფლიოს. ვანგას სჯეროდა, რომ ქალები ერთ დღეს ბუნებრივად შვილის გაჩენას საერთოდ შეწყვეტენ და ადამიანები ლაბორატორიებში გაიზრდებიან, მომავალ მშობლებს კი შვილის მახასიათებლების წინასწარ განსაზღვრა შეეძლებათ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიცინა ძალიან განვითარებულია, სპეციალისტების თქმით, ვანგას ეს წინასწარმეტყველება ნაადრევია.

თუ ვანგას პროგნოზებს დავუჯერებთ, 2023 წელს შესაძლოა ატომური ელექტროსადგური აფეთქდეს, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა ნათელმხილველს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაში მოხდება კატასტროფა. ნათელმხილველმა ასევე დაწერა, რომ 2023 წელს ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამო ათასობით ადამიანი დაიღუპება. იგი ამტკიცებდა, რომ 2023 წელს დედამიწის ორბიტა შეიცვლება - ეს კი მთელ რიგ დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს: შეიცვლება კლიმატი, მოიმატებს ზღვის დონე, გახშირდება ბუნებრივი კატასტროფები და გაიზრდება რადიაციის დონე. ვანგას თქმით, ორბიტალური ცვილებები შეიძლება იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ გამყინვარება გამოიწვიოს, ან კიდევ ღამის ხანგრძლივობა გაზარდოს. ეს კი ეკოსისტემისთვის ძალიან საზიანო იქნება.

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოს ისეთი მზის ქარიშხალი ელის, როგორიც არასდროს ყოფილა, ეს კი ელექტროენერგიის მასიურ გათიშვასა და კომუნიკაციის გაძნელებას გამოიწვევს.
ვანგას წინასწარმეტყველებაში პოზიტიური ამბებიც წერია. მისი თქმით, 2023 წელს ექიმები ისეთი ვაქცინის შექმნას შეძლებენ, რომელიც ყველა ტიპის კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იქნება. მეცნიერები მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებენ და ხალხი კიბოთი აღარ გარდაიცვლება.

"ამერიკის მსოფლიო ბატონობა წითელი დრაკონის გავლენის გაძლიერების შემდეგ დასრულდება", - თქვა ვანგამ. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ "წითელ დრაკონში" ჩინეთს გულისხმობს, რომელიც მალე წამყვან პოზიციას დაიკავებს. ნათელმხილველმა ასევე დოლარის ვარდნა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირება იწინასწარმეტყველა.

ვანგას პროგნოზები წლების მიხედვით ასეთია:

  • 2023 წელი - დედამიწის ორბიტა ოდნავ შეიცვლება.
  • 2028 წელი - ენერგიის ახალ წყაროს გამოიგონებენ. მსოფლიოში შიმშილი იქნება. პლანეტა ვენერაზე პილოტირებულ კოსმოსურ ხომალდს გაგზავნიან.
  • 2033 წელი - ყინულები დადნება და ზღვის დონე მოიმატებს.
  • 2043 წელი - ევროპა და მთელი მსოფლიო კრიზისების შემდეგ ფეხზე წამოდგომას შეძლებს. ევროპა ძირითადად მუსულმანური იქნება.
  • 2046 წელი - ადამიანის ყველა ორგანო შეიძლება ახლიდან, ხელოვნურად შექმნან.
  • 2066 წელი – აშშ მუსლიმთა კონტროლის ქვეშ მყოფ რომზე თავდასხმისას ახალი ტიპის იარაღს გამოიყენებს.
  • 2076 წელი - კლასობრივი საზოგადოება გაჩნდება.
  • 2084 წელი - ბირთვული ომის შემდეგ ბუნება თავიდან აღდგება და გაცოცხლდება.
  • 2088 წელი - ახალი, საშინელი დაავადება გამოჩნდება.
  • 2097 წელი - "ნაადრევი დაბერებისგან" გასათავისუფლებლად პრეპარატი შეიქმნება.
  • 2100 წელი - დედამიწაზე, ღამის საათებში ხელოვნური მზე გაანათებს.
  • 2111 – ადამიანებს ელექტრონიკისა და სხეულის შეთავსება შეეძლებათ.
  • 2125 წელი - უნგრეთი არამიწიერ ცივილიზაციას პირველად შეხვდება .
  • 2130 - დაიწყება წყალქვეშა კოლონიის მშენებლობა.
  • 2164 - ცხოველებს მუტანტებად გადააქცევენ.
  • 2167 – შეიქმნება ახალი რელიგიური სისტემა, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს.
  • 2170 წელი - დიდი გვალვა იქნება. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად დავარდება და შედეგად, ბევრ ქვეყანაში შიმშილობა იქნება.
  • 2183 - მარსზე კოლონია ბირთვულ ძალად გადაიქცევა და დედამიწისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!