ლიზა ქისტაურის მეგობარი, კრისტი ლაბაძე, სოციალურ ქსელში ლიზას გარდაცვალების დეტალებზე საუბრობს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ჭორებისგან თავი შეიკავონ.
„მეგობრებო: ლიზა გაუჩინარებული იყო 26 დეკემბრის შემდეგ. არც სოციალური აქტივობა არ ჰქონია არაფერი. ლიზა ამ ხნის მანძილზე მოიკითხა მხოლოდ დედამ. მის ბინაში მეზობლებმა მძიმე სუნის გამო სადარბაზოში გამოიძახეს პოლიცია. პოლიციამ აღმოაჩინა გვამი, შემდეგ დედა ჩაიყვანეს ბელგიაში. გვამის ამოცნობა იყო შეუძლებელი, რადგან დიდი ხნის მანძილზე იყო ოთახის ტემპერატურაზე.