ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინიეს საშუალება დაგეხმარებათ იატაკში ჩამჯდარი ლაქების უმარტივესად ამოყვანაში - ნახეთ ვრცლად

ეს საშუალება დაგეხმარებათ იატაკში ჩამჯდარი ლაქების უმარტივესად ამოყვანაში – ნახეთ ვრცლად

amindi

ბუნებრივი და ხელოვნური ქვისგან დამზადებული სამზარეულო ეფექტური და ლამაზია, თუმცა ქვისგან დამზადებული სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები და იატაკები დაბინძურების შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ნებისმიერი შეფერილი სითხე (ღვინო, ყავა, წვენი, გასრესილი ხილი და ბოსტნეული) ზედაპირზე მოხვედრისას აუცილებლად ლაქას დატოვებს. თუ ამგვარ სითხეებს ჭუჭყი ან მტვერი დაემატება, მაშინ პრობლემა უფრო აქტუალური გახდება, ფერებს შავი ლაქებიც დაემატება და მათი ამოყვანა გართულდება. ჩვენ გთავაზობთ ერთგვარ სამახსოვროს, რომელიც ქვის ზედაპირის დაბინძურების შემთხვევაში ჩასატარებელი მოქმედებების რიგითობას და გამოსაყენებელ საწმენდ საშუალებებს გაგაცნობთ.

შეფერილი სითხეების მარმარილოს ან გრანიტის ზედაპირზე მოხვედრისას, მნიშვნელოვანია მათი დროულად გასუფთავება, მინ. 12 საათის განმავლობაში. ბუნებრივი ქვა სითხეს საკმაოდ სწრაფად იწოვს (ხელოვნურთან შედარებით) და რაც უფრო მალე მოვაცილებთ ამგვარ ნივთიერებას  ზედაპირიდიან, ლაქების მთლიანად მოცილების შანსი მით უფრო გაიზრდება. გაწმენდა ნაჭრის ხელსახოცით უნდა მოხდეს, დასხმული სითხით მისი გაჟღენთის გზით. მოსმა არაა რეკომენდებული, ვინაიდან სითხის ზედაპირთან შეხების ფართს გავზრდით და შესაბამისად პოტენციური ლაქის ფართიც მოიმატებს. დაბინძურების ადგილის მაქსიმალური ლოკალიზება უნდა მოვახდინოთ და სითხეს მეტად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ.

სითხის მოცილების შემდგომ ლაქას წყალი მიაპკურეთ. შემდგომ დატენიანებული დაბინძურების ადგილი უნდა დამუშავდეს ლაქების ამომყვანი საშუალებით. სახლის პირობებში ეს შეიძლება იყოს:

  • საკვები სოდის სქელი კონსისტენცია (არაჟნის მაგვარი)
  • წყალბადის ზეჟანგი
  • სპირტი
  • სიმინდის სახამებელი

საწმენდი საშუალება უნდა დაიტანოთ ლაქაზე, გადააფაროთ პოლიეთილენის ფირფიტა და ასე ერთი ღამით დატოვოთ. შემდგომ დაბინძურების ადგილი საპნიანი წყლით მორეცხეთ, გაამშრალეთ თხელი ნაჭრით და თუ ლაქა არ გაქრა პროცედურა გაიმეორეთ. პროცედურის გამეორების რიცხვი ზედაპირის დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული.

თუ ლაქა სერიოზულია, მაშინ წმენდის პროფესიონალურ საშუალებებს უნდა მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ წმენდისთვის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც მჟავას ან “აბრაზიულ” საშუალებებს შეიცავს, არ შეიძლება. პირველი აზიანებს ქვის სტრუქტურას, ხოლო მეორე ზედაპირზე ნაკაწრებს ტოვებს.

ქიმიური საშუალებების გამოყენებამდე აუცილებელია დაადგინოთ დაბინძურების წყარო და ტიპი:

ბიოლოგიური წარმოშობის დაბინძურება

ასეთი დაბინძურებისთვის კარგია “Long Life Akemi“, რომელიც  მჟავებს და ტუტეებს არ შეიცავს. ასევე, ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის.

ორგანული და არაორგანული დაბინძურება

ზემოთხსენებული წარმოშობის ფართო სპექტრის დაბინძურებებისთვის, ზეთისა და კოსმეტიკური საშუალებების ეფექტური მოცილებისთვის კარგია “Spot remover Bellinzoni“. საკმარისია მისი ზედაპირზე დატანა და 8-10 საათის შემდეგ შემხმარი ნივთიერების საწმენდით მოცილება. თუ ლაქები ბევრია, უმჯობესია თხევადი საწმენდი საშუალებების გამოყენება.

ჟანგიანი ლაქები

ჟანგის მოშორება შესაძლებელია გელის მაგვარი საწმენდით “Mangiaruggine Bellinzoni” ან თხევადი – “Rust Remover Tenax-ით”. გაწმენდის შემდგომ რეკომენდებულია დამცავი ფენის, სპეციალური გამაჯერებლების სახით, წასმა: „Tenax“-ის ნაწარმი  „Hydrex“ და „Proseal“.

სამშენებლო, მინერალური და კალცის ლაქები

ზემოთხსენებული დაბინძურების მოცილებისთვის გირჩევთ –   „Lem-3“, „Bert-27“ და „Ultra Stripper“.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!