პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

amindi

ვერძი

მიჰყევით თქვენი მისწრაფებების რეალიზების გზებს, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

კურო

მეტად გახალისდით, მოინახულეთ მეგობრები და არ გამოტოვოთ საინტერესო ღონისძიებები. შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც თქვენს პირად თუ საქმიან სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

ტყუპები

გაერთეთ, იმხიარულეთ, იყავით აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა, როგორც კომუნიკაციებში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით. სხვა მხრივ, დღე სასურველია კომუნიკაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ლომი

სასურველია, ეს დღე, ძირითადად, გართობას დაუთმოთ.  ზოგადად დღე წარმატებულია. მეგობრებსა და მათგან მოსულ იდეებს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

ქალწული

დღე სჯობს, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. კარგია, ასევე, ეს პერიოდი საყიდლებისთვის. საღამოს მეტად დაისვენეთ.

სასწორი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. სასურველია, მოიწყოთ განტვირთვის დღე.

მორიელი

კარგია დღე სამომავლო გეგმების გასაანალიზებლად, აი ქმედებისთვის და ახალი ნაბიჯების გადასადგმელად დრო რეკომენდებული არ არის. განიტვირთეთ მეგობრების წრეში.

მშვილდოსანი

დღე სასურველია მოგზაურობებისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის. მთავარია, შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში.

თხის რქა

დღე ხელსაყრელია სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენამდე მოსულ ნებისმიერ ინფორმაციას.

მერწყული

კარგი შესაძლებლობების დღეა თითქმის ყველა სფეროში, გაუთვლელი სიტუაციების შემთხვევაში, დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას.

თევზები

შეიტანეთ ცხოვრებაში ახლებური ხედვა, შეიცვალეთ იმიჯი, გათავისუფლდით არასასურველი სამოსისგან,  გაფილტრეთ კონტაქტები. ყურადღება დაუთმეთ ენერგოტონუსის ამაღლებას.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!