დღეს შობის ღამეა. დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროსთვის განსაკუთრებულია. იგი სიხარულსა და სასოებას უნერგავს ადამიანს, რადგან ეს არის ყველანაირი სიკეთის საწყისია.
ილია მეორის კურთხევით უკვე წლებია საქართველოში ულამაზესი ტრადიცია დამკვიდრდა. შობის ღამეს ყველა ოჯახის სარკმელთან სანთელი უნდა აენთოს, იმას მიანიშნებს რომ მორწმუნეები ღვთისმშობელს საკუთარ ბინაში იხმობენ, მხოლოდ შობილი ძის განსახორციელებლად. სარკმელთან ანთებული სანთელი, მაცხოვრის შობასთან ერთად, ღამის წყვდიადის გაფანტვასაც განასახიერებს. შობის ღამეს ხშირად ხდება სასწაულები. შობის ღამე ხომ თავად სასწაულია. მაშინ მოხდა მიწის ზეცასთან შეერთება, დაკარგული იმედის დაბრუნება, მივიწყებული სამოთხის მოძიება, ადამიანის ღმერთთან დაბრუნება, შობის ღამე ყველაზე მყარი ხიდია, რომლითაც ადამიანები ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში გადადიან.
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებულად აღნიშნავს ქრისტეშობის დღესასწაულს. ამ რელიგიურ საუფლო დღესასწაულს ყველა ქრისტიანი და განსაკუთრებით მორწმუნე მრევლი დიდი სიხარულით ელოდება და დიდი ხნის მანძილზე მასთან ღირსეულად შეხვედრისთვის ემზადება. მორწმუნეები შობამდე, ორმოცი დღის მანძილზე იცავენ მარხვას.