პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგიაახალი წლის წინა დღის 30 დეკემბრის ჰოროსკოპი - ნახეთ რა საოცარი დღე...

ახალი წლის წინა დღის 30 დეკემბრის ჰოროსკოპი – ნახეთ რა საოცარი დღე გაქვთ

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ვერძი

რთული დღეა. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში. ყველა შენაძენი წარმატებული იქნება, ძვირფასეულობის გარდა.

კურო

არსებობს ტრავმის რისკი, ამიტომ, გაფრთხილდით. მოსალოდნელია ხასიათის უმიზეზო ცვლილება. ნუ ცდილობთ, სხვებს საკუთარი მოსაზრება თავზე მოახვიოთ. სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ტყუპები 

წინდახედულობა გამოიჩინეთ, თბილად ჩაიცვით და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით.

კირჩხიბი

თავშეკავება გამოიჩინეთ და ნუ ეცდებით, ადამიანებს საკუთარი მოსაზრება თავზე მოახვიოთ. სიურპრიზი გელით.

ლომი 

დაძაბული დღეა. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ, სიტუაცია ფხიზლად შეაფასოთ და ცხოველური ცხიმების მიღება შეზღუდოთ. ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება.

ქალწული

ამ დღეს შეძლებთ, ყველა მოსაგვარებელი პრობლემა მოაგვაროთ, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი სრულად გამოავლინოთ, თუნდაც სრულიად უინტერესო სამსახური გქონდეთ. ამასთანავე, შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ იმაში, რაზედაც დიდი ხანი ოცნებობდით და რაც, თქვენი აზრით, ნამდვილად ბედნიერს გაგხდით.

სასწორი

მოიცილეთ ეჭვები და უნდობლობა. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სიყვარული გამოავლინეთ. მალე მიიღებთ შედეგს, რომელსაც დიდი ხანია ელით.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ, ენერგიულად დაიწყოთ ახალი საქმე და საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მამაკაცები შესაძლოა, სიყვარულის ბადეში გაეხვიონ, თუმცა, რომანი ხანმოკლე იქნება – სასიყვარულო ვნებას მალე გულგრილობა შეცვლის. გამორიცხული არაა, რომ მშვილდოსან ქალებს მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობის გარკვევა მოუწიოთ.

თხის რქა

მოსალოდნელია სასიამოვნო შეტყობინება, ან შეხვედრა. ამ დღეს თუ მეგობარს გაიჩენთ, მისთვის მომავალში ძვირფასი ადამიანი გახდებით.

მერწყული 

კარგი იქნება, თუ დაისვენებთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სტუმრების მოსვლა, ან შეტყობინების მიღება, რომელმაც, შესაძლოა, ოჯახში ურთიერთობა გაართულოს.

 

თევზები

გამორიცხული არაა, უეცარი შემობრუნება თქვენს ცხოვრებაში. გაჩნდება ფულის შოვნის შანსი, თუმცა, უნდა ერიდოთ სარისკო საქმეებს, მაქინაციებსა და სპეკულაციებს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!