დიდი ტრაგედია დატრიალდა ბათუმში – 35 წლამდე ქალი მე-14 სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულზე ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.