პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიირაკლი ღარიბაშვილი - ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერადი დახმარებას, 1000...

ირაკლი ღარიბაშვილი – ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერადი დახმარებას, 1000 ლარის ოდენობით

amindi

ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება და ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას.

„ჩვენ შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება. 2012 წელს ეს დახმარება ოყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება დავიწყეთ ჯერ 50 ლარით, შემდეგ გახდა 100 ლარი, გასულ წელს 150 ლარი იყო, 2023 წელს 200 ლარი იქნება. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს და ეს პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება. ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ, 200 ლარიან დახმარებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2023 წლიდან დაგეგმილია ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცეთ ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით. აქვე, საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახია. ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სოციალურად დაუცველ ოჯახებში იბადებიან, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება მივმართოთ ამ მიმართულებით.

ასევე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დეკრეტული შვებულების თანხა 1000 ლარის ნაცვლად გახდა 2000 ლარი. მე ამაზე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ჩართულობა. ეს არის მნიშვნელოვანი, ეროვნული საკითხი. ამიტომ დემოგრაფიულ საკითხებს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და საზოგადოების გაერთიანება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!