კოლეგები მოულოდნელად გარდაცვლილ ქუთაისელ ექიმს ალექსანდრე კვაჩიძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
,,რა დავწერო არ ვიცი, იმდენად მძიმეა და მოულოდნელი ეს ტრაგედია თითოეული იმ ადამიანისთვის ვინც შენ გიცნობდა… უამრავი სხვისი სიცოცხლის გადამრჩენელი, პროფესიონალი, კეთილშობილი და კარგი ქუთაისელი ახალგაზრდა, ექიმი-რეანიმატოლოგი ალექსანდრე კვაჩიძე აღარ გვყავს. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენი ქალაქის სამედიცინო საზოგადოებას ამ დიდ ტკივილს. უფალმა სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს შენი სული ექიმო…” – წერს ექიმი ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია
,,სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი ეს როგორ ვთქვა, დიდებული ადამიანი დააკლდა ჩვენს დიდ ოჯახს, ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეანიმატოლოგ, ალექსანდრე კვაჩიძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად სამედიცინო საზოგადოებას.
ალეკო ექიმი იყო ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მედიკოსისთვის სამაგალითო ადამიანი და მისაბაძი პიროვენბა თავის პროფესიოალიზმითა და ადამიანობით.
35 წლის ასაკამდე, რამდენი გაჩერებული გულის ამუშავება შეძელით და თქვენი გულის ამუშავება კი ვერავინ შეძლო ”
,,ძალიან მენანები ალეკო. სტუდენტობიდან ექიმობამდე გზა ჩემს თავლწინ გაატარე. ძალიან ბევრი გაქვს ნაშრომი და ნაბრძოლი. იმედიანი ექიმი იყავი ნამდვილად. P. S. არავინ იცის რა გვიწერია. თანადგომა გადგვარჩენს.” – წერს ცნობილი ექიმი პაატა სირბილაძე.
სამედიცინო ცენტრ ,,საროველის” კლინიკური დირექტორი, რეანიმატოლოგი ალექსანდრე კვაჩიძე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია ის დღეს დილით, გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილებით შეიყვანეს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში. ალექსანდრე კვაჩიძე ოპერაციის დროს გარდაიცვალა.