შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა109 წლის ქალის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მამაკაცების გარეშე ცხოვრებაა

109 წლის ქალის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მამაკაცების გარეშე ცხოვრებაა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მოხუცებს, რომლებიც დიდ ასაკს აღწევენ, ხშირად ეკითხებიან, თუ რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. უმეტესობა პასუხობს, რომ ეს ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ვარჯიშია, მაგრამ 109 წლის შოტლანდიელი ჯესი გალანის თქმით, ახალგაზრდობა მან მამაკაცებისგან თავის შორს დაჭერის წყალობით შეინარჩუნა. ჯესი 1906 წელს დაიბადა ფერმაში, შოტლანდიაში. ის 5 დასთან და 1 ძმასთან ერთად გაიზარდა პატარა, ოროთახიან კოტეჯში.

თავდაპირველად ჯესი ფერმაში მუშაობდა, შემდეგ კი ქალაქში წავიდა მდიდარი ბიზნესმენის მოსამსახურედ. საბოლოოდ კი, კარიერა მომსახურების ინდუსტრიაში, ქალაქშიც და სოფელშიც წამოიწყო. როცა ასაკში შევიდა, გალანი Crosby House-ში წავიდა. ეს მოხუცთა თავშესაფარია. იქ მომუშავე ერთ-ერთმა პერსონალმა ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტოს უთხრა: “ჯესი საყვარელი ქალია. მას აქ საუკეთესო მეგობარი სარა ჯეინსი ჰყავს და ისინი სულ ერთად არიან. ჯესის მოსწონს მუსიკა და ვარჯიში, ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია და ხშირად სეირნობს ხოლმე”.

 

ჯესი 2015 წელს გარდაიცვალა, მაგრამ საზოგადოებას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო დაუტოვა – კაცებისგან თავის შორს დაჭერა. “ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო მამაკაცებისგან შორს ყოფნაა”, – თქვა გალანმა, -“მათ იმაზე მეტი უსიამოვნება მოაქვთ, ვიდრე ღირან”.
amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!