ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სიციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„სადაც არ უნდა ისწავლო; რა თანხაც არ უნდა დააბანდონ შენს კარიერაში; რა ძალაუფლებაც არ უნდა გაგაჩნდეს, მსოფლიო მოიარო, შეხვდე ძალიან ძლიერ პიროვნებებს და დარჩე იგივე არაადამიანი, ეგოცენტრიკი, ხარბი, ძალაუფლების გაუმაძღარი, მხოლოდ შენი საკუთარი ტყავის გამო – ნიშნავს – რომ სულ იყავი ასეთი, მაპატიოს ჩემმა ცოდნამ – ნაგავი.
და ამ არარაობის გამო ჭყავით და იხოკავთ ლოყებს, სამედიცინო პერსონალი რომ ‘უკლონს’ აკეთებს, რადგან ჭირვეულია?
სულ ასეთი გარყვნილი იყო და ასეთივე თავხედი გუნდი ჰყავდა. ამ ფეხების ბაკუნა ხალხს ჰქონდა ხელში ძალაუფლება და როგორც ასანთის ღერებს, ისე გაქრობდნენ.
თავმოყვარეობა არ გაქვს, საქართველო!
და კიდევ ერთხელ: მრცხვენია, რომ მართლმსაჯულებაში არ ვარ და ვერაფერს ვცვლი.
და მე კი არ ვარ ურცხვი და ‘არ გამაჩნია ემფატია’- ეს თქვენ არ გაქვთ თავმოყვარეობა, რადგან ამ უზრდელთა ბაგებიდან ვეღარ საზრდოობთ.
სიმართლე ერთია: ეს არის გარყვნილი, უსაზღვრო და გადაჭარბებული ძალაუფლებით გაფუჭებული პირუტყვი და რამდენიც გინდათ, აფრიალეთ მისი ფოტოები ვოქერით – ზიზღის გარდა მისი ქცევა და ამ მთავრობის თანამონაწილეობა მის არაშესაბამის ბრალდებაში და განაჩენში, არაფერს იწვევს.
მთავრობა, რომელიც ამ პორუტყვებს შესაბამისად არ სჯის და არ აღკვეცავს ამ სადისტების არსებობას, თანამონაწილეა.
ბევრჯერ ვთქვი და სულ ვიტყვი ამას.
და კიდევ ვიმეორებ: სააკაშვილს და მისი გუნდის დანაშაულს, ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.
ყოველთვის შეიძლება გადახედვა, მაგრამ მის ოლიგარქ თანაგუნდელებს ამ მთავრობასთან შეთანხმებით ეს არ გაწყობთ და ამ მაიმუნობას გვაჭმევთ.
მე არ ვჭამ ამ ნაგავს.
და არ დაგავიწყდეთ: what goes around, comes around.
ყველას გეხებათ, – წერს შაფათავა.