საბავშვო-გასართობი ცენტრის „მინიონების“ დამფუძნებელი და შეფ-მზარეული თამუნა მექერიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიკვდილს გადაურჩა. მისი თქმით, წყლის გამაცხელებელი დამიწების გარეშე იყო დამონტაჟებული, ეს კი ხელოსნების დაუდევრობის შედეგია.
„გუშინ და დღეს სიკვდილს გადავრჩი... საგურამო იმიტომ იყო მოღრუბლული. ჰო, ახლა მზე გამოვიდა. გუშინ სამზარეულოში ვდგავარ და ჭურჭელს ვრეცხავ, ამ დროს, დენი გაითიშა... მეთქი, საერთო წასვლაა. გავხედე და მეზობელთან არის... მივედი ავტომატთან და ვნახე ამოვარდნილია, მოვკიდე ხელი ასაწევს და იბუთქა დენმა...
ისე შემეშინდა... ძალიან მეშინია დენის, ყველაზე მეტად... დავრეკე ხელოსანთან, ვინც მრიცხველიდან ავტომატამდე მოიყვანა დენი... მოკლედ, ამოვიდა და ნახა, რომ მოკლე ჩართვას აძლევდა და ცეცხლი წაეკიდებოდა დამდნარ კაბელებს... კედელში... ( გადავრჩი) ადგა და დენის „ატმორი“ (გაზი 22-ში შემოდის) სხვა ხაზზე გადასვა... და წავიდა მშვიდად...
წუხელ თმის შეღებვა მინდოდა. ძალიან ყინავდა საგურამოში, მე ვირუსით და გადავიფიქრე. მერე ჩამეძინა... ცუდად მეძინა. გამთენიისას ისევ ავდექი, საშინელი ბურუსი იყო. პოლიციის მანქანების სირენები ანათებდნენ სადღაც შორს. ისეთი სიმშვიდე და ნისლი იყო... ისევ მივედი და მოვუშვი ცხელი წყალი აბაზანაში, ამ დროს, ტელეფონი დამივარდა და სანამ ავიღე... ისევ გადავიფიქრე, დავკეტე ონკანი.
დიდება უფალო...
წყლის მილების შესაფუთად დღეს დილას უნდა მოსულიყო სხვა ხელოსანი და მან აღმოაჩინა, რომ „ატმორი“ დამიწების გარეშე პირდაპირ დააერთეს და დატოვეს... ჩემი აბაზანაში შესვლა და სიკვდილი ერთი და იგივე იქნებოდა. ასევე ვიგებ, რომ დენის ავტომატები „16-იანია“ დაყენებული. სულ მცირე, 25-იანის ნაცვლად...მითხარით, ხალხო, რა ვუყო ამ არსებებს... უპასუხისმგებლოებს და დამპლებს. მივმართავ ყველას, ვისაც ეკუთვნის... არ გაპატიებთ არავის... დაუმიწებელ დენში იარეთ მუდამ... მადლობა უფალო“ - წერს თამუნა მექერიშვილი.