ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაამის წაკითხვის მერე ქალბატონებს აუცილებლად შეგრცხვებათ!

ამის წაკითხვის მერე ქალბატონებს აუცილებლად შეგრცხვებათ!

amindi
გთავაზობთ საინტერესო სტატიას, რომლის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებით იმაზე, რომ ქალის სურვილებს საზღვარი არ აქვს. ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, სადაც ქალებს შეეძლოთ აერჩიათ და ეყიდათ ქმარი. შესასვლელში განთავსებული იყო აბრა, სადაც მაღაზიის და ყიდვის წესები იყო აღწერილი:

 

1. მაღაზიას შეგიძლიათ ესტუმროთ მხოლოდ ერთხელ! 2. მაღაზიაში 6 სართულია, მამაკაცების ხარისხი იზრდება სართულის ნომრის მიხედვით. 3. შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი, რომელიმე სართულზე, ან ახვიდეთ ზედა სართულზე. 4. ქვედა სართულზე დაბრუნება აკრძალულია.

 

ერთმა ქალმა გადაწყვიტა სტუმრებოდა აღნიშნულ მაღაზიას, რათა სასურველი მეორე ნახევარი ეყიდა. წაიკითხა პირველ სართულზე შესასვლელში აბრა: „კაცები, რომლებიც მუშაობენ” და მაშინვე მეორე სართულზე გაემართა, გამოტოვა მეორე სართულიც, სადაც ეწერა „კაცები, რომლებიც მუშაობენ და უყვართ ბავშვები”. ქალი წავიდა მესამე სართულზე, არ მიუქცევია ყურადღება აბრისთვის: „ლამაზი კაცები, რომლებიც მუშაობენ და უყვართ ბავშვები”. „რა მაგარია” – გაიფიქრა ქალმა და წავიდა მეოთხე სართულზე. მეოთხე სართულზე შემდეგი აბრა დახვდა: „კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები არიან და ეხმარებიან დიასახლისებს”. „დაუჯერებელია!” – წამოიყვირა ქალმა – „მიჭირს თავის შეკავება!” მაგრამ, მაინც ავიდა მეხუთე სართულზე. წარწერა მეხუთე სართულზე: „კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები არიან , ეხმარებიან დიასახლისებს და არიან ძალიან რომანტიულები”. ქალს ძალიან უნდოდა დარჩენილიყო ამ სართულზე და აერჩია მამაკაცი, მაგრამ მან მაინც დაძლია საკუთარი სურვილი და ავიდა შემდეგ სართულზე. და მეექვსე სართულზე წაიკითხა წარწერა: „თქვენ ამსართულზე ხართ სტუმარი № 31456102, აქ კაცები არ არიან, ეს სართული მხოლოდ იმისთვის არსებობს, რათაკიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ქალის სურვილებს საზღვარი არ აქვს. მადლობას გიხდით რომ გვეწვიეთ!“ იმავე ქუჩის მეორე მხარეს იყო „ცოლების მაღაზია” სადაც მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ სტუმრობა. პირველ სართულზე იყო განყოფილება „ლამაზი ქალები“. მეორე სართულზე – „ლამაზი ქალები, რომლებსაც უყვართსექსი“. არავინ იცის როგორი ქალები იყვნენ დანარჩენ სართულებზე;- იქ ჯერ არავინ ასულა!
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!