პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებაგარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კლინიკას უჩივის - ნახეთ რატომ გაუკეთეს ზედმეტდი დოზა მორფი

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კლინიკას უჩივის – ნახეთ რატომ გაუკეთეს ზედმეტდი დოზა მორფი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის ოჯა­ხი კლი­ნი­კის უფ­რო­სი მედ­დის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვს.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 20 წლის ბიჭს “მორ­ფი­ნის“ იმა­ზე მეტი დოზა გა­უ­კე­თეს, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო, ხოლო კლი­ნი­კის უფ­როს­მა მედ­დამ ავად­მყო­ფის ის­ტო­რი­ას სხვა მედ­დე­ბის ნაც­ვლად ხელი თა­ვად მო­ა­წე­რა, რი­თაც დო­კუ­მენ­ტი გა­ყალბ­და“.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­რო­სი მედ­და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა არ ევა­ლე­ბო­და, თუმ­ცა მა­ინც მო­ა­წე­რა, “რად­გა­ნაც და­უ­რე­კეს და ამ­გვა­რად ხელ­მო­წე­რის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო”.

ხა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, ვინ და­უ­რე­კა მედ­დას ამ მო­თხოვ­ნით, ეს ოჯა­ხის­თვის უც­ნო­ბია. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მედ­დის ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია აქვს, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბა ამ დრომ­დე არ მომ­ხდა­რა. მისი თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ “მედ­დას ხელს აფა­რე­ბენ“.

“ჩვენ გვქონ­და ეჭვი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია გა­და­წე­რეს და გა­ა­ყალ­ბეს, რად­გა­ნაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩან­და, რომ ის­ტო­რი­ა­ზე ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­მო­წე­რა იყო. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, რო­დე­საც კლი­ნი­კის უფ­რო­სი მედ­და და­ი­კი­თხა, აღი­ა­რა, რომ მო­რი­გე ექთ­ნე­ბის ნაც­ვლად ის­ტო­რი­ას ხელი თა­ვად მო­ა­წე­რა. როცა ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სხვის ნაც­ვლად მო­ა­წე­რა ხელი, ეს ნიშ­ნავს, რომ გა­ყალ­ბე­ბას აქვს ად­გი­ლი, პრო­კუ­რო­რი კი ასეთ ადა­მი­ანს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ ამ­ყო­ფებს, რაც კი­თხვებს აჩენს. ამი­ტომ, ვა­პი­რებთ მი­ვი­დეთ ირაკ­ლი შო­თა­ძის უწყე­ბას­თან მო­თხოვ­ნით- ნუ აფა­რე­ბენ ხელს პრო­კუ­რო­რე­ბი დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. ეს ადა­მი­ა­ნი დღეს ისევ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, იმა­ვეს აკე­თებს, რაც გა­ა­კე­თა ვახო ჩარ­კვი­ან­თან მი­მარ­თე­ბით. ვი­თხოვთ იმას, რომ ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე დაჯ­დეს.

დო­კუ­მენ­ტის გა­ყალ­ბე­ბის მი­ზა­ნი რა იყო, არ ვიცი, მაგ­რამ ამ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­თაც კი იკ­ვე­თე­ბა, რომ კლი­ნი­კა­ში ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს იმა­ზე მეტი მორ­ფი­ნი გა­უ­კე­თეს, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო. ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნიც კი ვერ გა­უძ­ლებ­და იმას, რა­საც ესე­ნი ამ ახალ­გაზ­რდას უკე­თებ­დნენ. ამი­ტომ ვი­თხოვთ უფ­რო­სი მედ­დის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას. გა­მო­ძი­ე­ბი­სას დად­გინ­დე­ბა, თუ ვინ, რა­ტომ და­ა­ვა­ლა ხელ­მო­წე­რა სხვის ნაც­ვლად. ის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ მე არ მე­ვა­ლე­ბო­და ხელ­მო­წე­რა და მა­ინც მო­ვა­წე­რეო, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ხელი მო­ა­წე­რეო.“- აცხა­დებს ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 2021 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, “რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!