ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ფოტოების შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ფოტოების შესახებ არც სააკაშვილმა და არც თავად არ იცოდა.
„ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მიხეილ სააკაშვილმა არაფერი იცოდა, მე არაფერი არ ვიცოდი, არავინ არაფერი არ იცოდა. მე არ ვიცი, საიდან მოხვდა, რა მიზანს ემსახურება, ვერ გავიგე, იმიტომ, რომ ფოტო, რომელიც ვნახე, არ ასახავს რეალობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ადამიანი არის დღეს იმის ლანდი. მიზანი რა იყო, ვერ გავიგე. თუ უნდოდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი“, - განაცხადა ალასანიამ.