ლიზი ქონიაძის და გიორგი ნაზღაიძის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფოტოს უამრავი მოწონება აქვს და წყვილს გულშემატკივრობენ.
"ძალიან კარგი წყვილი იქნებოდით" - ეს არის კომენტარი, რომელიც ამ ფოტოს ყველაზე დიდი სიხშირით აწერია. თავად პრაიმჰაუსელებს საზოგადოების სურვილი ღიმილს ჰგვრის. გიორგი კი გამომწერებს შეკითხვაზე, მართლა რა ხდება თქვენს შორის, ასე პასუხობს.
გიორგი ნაზღაიძე: მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და იქ გადავიღეთ ფოტოები. ვაღიარებ, კარგი ფოტოა, იდეალური წყვილი ვართ. პატრიკიც იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩამოჭრილია, ხელი შეგვიშალა. კადრს აფუჭებდა.
ხალხს ჰგონია, რომ წყვილი ვართ და ურთიერთობას ვმალავთ. შენ და ლიზი, შენ და ლიზიო - მეც მწერენ პირადში. აღარც სჯერათ, რომ მეგობრები ვართ. ლიზი ჩემთვის ძვირფასი მეგობარია. სექსუალური, ლამაზი, ჭკვიანი, მიმზიდველი გოგოა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის უბრალოდ მეგობრობაში. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ.
- მეგობრობა სიყვარულს ხელს უშლის?
- მეგობრობა - მეგობრობაა. ვიღაც იტყვის, მეგობრობიდან იწყება ყველაფერიო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ მეგობრობაა.