კურიერი, თორნიკე ნინიკაშვილი, რომელიც უკვე მეორედ პოულობს საფულეს და ეძებს საფულის პატრონს, რათა თანხა და საბუთები დაუბრუნოს, ამჯერადაც საფულის პატრონთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს:
“ღმერთო არ შემეძლო რომ არ დამედო მადლობა დავითს მითხრა რომ რაღაც ისეთი საბუთი მედო ამ საფულეში რომ სამი თვე ჭირდებოდა დამზადებასო თანაც პოლონეთშიო მადლობა თქვენ ხალხო რომ ეს ადამიანი მაპოვნინეთ და გავახარეთ
შეგახსენებთ, გუშინ თორნიკე წერდა, რომ იპოვა საფულე, სადაც 100 ლარი და 20 ლარი იდო, საბუთებთან ერთად.