კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა15 ფაქტი, როცა ქმარმა ცოლი ღალატის გამო სასტიკად დასაჯა - ნახეთ ვრცლად

15 ფაქტი, როცა ქმარმა ცოლი ღალატის გამო სასტიკად დასაჯა – ნახეთ ვრცლად

amindi
საყვარელი ქალის ღალატი — საშინელებაა. მაგრამ, სასჯელი, ამის გამო, რომელსაც წარსულში მიმართავდნენ — კიდევ უფრო საშინელი იყო. აქ დასჯის 15 მეთოდს განვიხილავთ, რომელსაც ქმრები და სახელმწიფო მოღალატე ცოლების მიმართ იყენებდნენ.

 

1. ძველ დანიაში მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა და ეს მაშინ, როდესაც მკვლელობაზე, მხოლოდ ჯარიმა იყო დაწესებული. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ რომელი დანაშაული ითვლებოდა უფრო სერიოზულად. 2. მონღოლები მოღალატე ქალს 2 ნაწილად ჭრიდნენ. 3. ტონკინის სამეფოში (ვიეტნამი) ქმრის ღალატში მხილებულ ქალს, სპილოებს ათელინებდნენ. 4. ქმრის მოღალატე ქალებს, თურქები, კატებთან ერთად, ტომარაში სვამდნენ. ტომარას თავს უკრავდნენ და შემდეგ ჯაჭვებით ურტყამდნენ. ცდილობდნენ, რომ ცხოველისთვის დაერტყათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქალიც იღუპებოდა და ცხოველებიც კვდებოდნენ. გარდა ამისა, თურქეთის ზოგიერთ პროვინციაში, მოტყუებული ქმრის ოჯახი რძალს დანით უსწორდებოდა.

 

5. ანალოგიურ სიტუაციაში, ძველი ბრეტონელები (ბრეტონის ოლქი, საფრანგეთი) ქალს წელს ზევით აშიშვლებდნენ და წკეპლით იმდენს ურტყამდნენ, ვიდრე სულს უფალს არ მიაბარებდა. 6. ლუანგოს სამეფოში (კონგოს რესპუბლიკა) მოღალატე ცოლს და მის საყვარელს ციცაბო კლდიდან აგდებდნენ. 7. გალები ქალს ტალახით სვრიდნენ, შემდეგ კი, მთელ ქალაქში, მიწაზე ათრევდნენ. 8. ზოგიერთ ტომში, მაგ., გუთებში (გერმანული ტომები) მოღალატე ცოლის მოსამართლე და ჯალათიც, მისივე ქმარი იყო: მათ "დანაშაულის" ადგილზე ხოცავდნენ, ან თუ ჩათვლიდნენ, რომ მათი მხრიდან ღალატს ჰქონდა ადგილი; ამ მიზეზით, ქმარს შეეძლო ცოლის თავიდან მოცილება, მაშინაც კი, თუ მასთან ერთად ცხოვრება მობეზრებული ჰქონდა და "ჰორიზონტზე" პოტენციური საცოლე ჩანდა. 9. ბულგარეთში ქმრის ღალატისთვის, სიკვდილის დასჯა იყო გათვალისწინებული, თოკზე ჩამოხრჩობით. 10. შუასაუკუნეების გერმანიაში ამ დანაშაულისთვის, ქალს კიდურებზე თოკებს აბამდნენ და 4 მიმართულებით ექაჩებოდნენ. ბოლოს კი კიდურებს აჭრიდნენ. 11. კანადის აბორიგენები ქალს სკალპს აჭრიდნენ. 12. რომის იმპერიის აღმ. ნაწილში, ამგვარი ცოდვისთვის ქალს ბაზრის მოედანზე ყიდდნენ და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 13. აბისინიაში (ეთიოპია) მოღალატე ცოლი ქუჩაში გაჰყავდათ და ნაწილებად გლეჯდნენ. 14. საბერძნეთის ზოგიერთ პროვინციაში, მოღალატე ცოლის მკვლელობა სასჯელს არ ითვალისწინებდა. 15. ჩინეთში მსგავსი დანაშაულისთვის, ქალს ტანზე ერბოს უსვამდნენ და მშიერ ძაღლებთან აგდებდნენ.
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!