აშშ-ში იუტას შტატის ქალაქ სეინტ-ჯორჯში 50 წლის მამაკაცს მეზობლის გაუპატიურებაში ედება ბრალი. თავად როჯერ უილიამ კელი აცხადებს, რომ მას მხოლოდ ქალის დახმარების სურვილი ამოძრავებდა.
მან მეზობელი ქალბატონი კელი სახლის ზღურბლთან უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. პოლიციასთან საუბრისას მამაკაცმა აღნიშნა, რომ 29 წლის ქალი სახლში შეიყვანა, სამოსი გამოუცვალა, საწოლში ჩააწვინა და ჩაეხუტა. შემდეგ მასთან სქესობრივი აქტი დაამყარა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ სექსი ქალის სხეულის ტემპერატურას აწევდა.
მოგვიანებით დაზარალებულმა პოლიციას გაუპატიურების შესახებ შეატყობინა. გოგონამ განაცხადა, რომ გონზე მოსვლის შემდეგ მამაკაცის სამოსი ეცვა, ხოლო ფეხებზე სილურჯეები ჰქონდა.
კელიმ აღნიშნა, რომ როჯერთან სექსი ადრეც ჰქონია, თუმცა ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მასთან ინტიმური ურთიერთობა გაწყვიტა. გამოკვლევების შემდეგ ექიმები დანამდვილებით ვერ ამბობენ, გააუპატიურეს თუ არა კელი. პოლიცია აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.