ნიკოლოზ წულუკიძე ქართველი მსახიობის, თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
“ეს პირველი ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული, თამარას ბოლო დაბადების დღეზე. წავიდა თავის შვილთან…ბრწყინვალე არტისტი და ჩემი დიდი მეგობარი”, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.
93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა.
თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი იყო, მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: “კაცია-ადამიანი?!”, “მოძღვარი”, “მეფე ლირი”, “ადამიანთა სევდა”, “ფესვები”, “ლუკას სახარება” და “ნუცას სკოლა”.