შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"აეძულებინათ, რომ დაეთანხმებიათ ჩემს წინააღმდეგ" - მეუფე ზენონის სკანდალური განცხადება

“აეძულებინათ, რომ დაეთანხმებიათ ჩემს წინააღმდეგ” – მეუფე ზენონის სკანდალური განცხადება

amindi

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარჯული საპატრიარქოს მიერ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან მის გათავისუფლებას ეხმაურება.

სასულიერო პირის განცხადებით, პატრიარქ ილია მეორეს მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება სხვა პირებმა მიაღებინეს.

„პატრიარქთან დაახლოებით 10-ჯერ შევიდნენ, რომ ეიძულებინათ, რომ დაეთანხმებიათ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროცესში. არც ხელი მიჰყვებოდა და არც გული ჩემს წინააღმდეგ და ვიცი ყველაფერი. ვიცი ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან. წინასწარ ერთი რამ ცნობილია აქ მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე. მე მინდა, ეს წერილი მივიღო, რა წერია ამ წერილში მინდა, იმის მიხედვით ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები, გამორიცხულია ამ საკითხს ისე შევხვდე, ვითომ არაფერი ხდება, ნამდვილად ხდება“, – განაცხადა მეუფე ზენონმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქო მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იგი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!