ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიაეროპორტში თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა, გარდაცვლილია 2 მეხანძრე

აეროპორტში თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა, გარდაცვლილია 2 მეხანძრე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

პერუს დედაქალაქ ლიმას აეროპორტში აფრენისას, თვითმფრინავი სახანძრო მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ორი მეხანძრე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ავიაკომპანიის განცხადებით, არცერთი მგზავრი ან ეკიპაჟის წევრი არ დაღუპულა.

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად 20 მგზავრი დაშავდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც ცნობილია, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

უცნობია, რატომ შევიდა სახანძრო მანქანა ასაფრენ ბილიკზე.  ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, თქმით, კომპანიას ადგილზე სახანძრო არ გამოუძახებია.

“ჩვენ არ ვიცით, რატომ იყო სახანძრო მანქანა იქ. ჩვენ მომსახურებისთვის არ მიგვიმართავს”, – თქვა მან.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეს შესაძლო მკვლელობის მიმართულებით იძიებს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!