რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი, ლევან სახელაშვილი გმირულად დაიღუპა, ის 38 წლის იყო, აფხაზეთიდან დევნილი, გალში დაბადებული, როგორც ვიცით ლევანი პროფესიონალი სამხედრო იყო, არტილერისტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, თავის დროზე, მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში.
შეგახსენებთ,რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. სამწუხაროდ არიან დაღუპულებიც.
გთავაზობთ ჯარისკაცის უკანასკნელ ვიდეოს.