კვირა, დეკემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება" ჩემს ყოფილს ჩემი სილამაზის შიში ჰქონდა" - კესარია აბრამიძე სკანდალურ ინტერვიუს...

” ჩემს ყოფილს ჩემი სილამაზის შიში ჰქონდა” – კესარია აბრამიძე სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს

frenis kompensaciafrenis kompensacia

კესარია აბრამიძე „რუსთავი 2-ის“ ახალი გადაცემის, „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანი გახდა, რაც კესოსთვის ახალი ამპლუაა და თვითონ მოგვიყვება, როგორ ართმევს ამას თავს.

კესარია აბრამიძე: ტელეწამყვანობა ჩემთვის ახალი ეტაპია, რომელიც ჩემმა განვლილმა გზამ განსაზღვრა. უკვე 16 წელია, ეკრანზე ვარ, რაც უფრო ვაქტიურდებოდი, მით უფრო იზრდებოდა ჩემი რეიტინგი და ახლა პიკს მიაღწია. უკვე სუპერ, ზერეიტინგული ვიყავი და მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა?! რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ვიზრდებით, ვიხვეწებით, უფრო ვლამაზდებით, ეს ბუნებრივია. ჩემთვის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და წლებთან ერთად უფრო და უფრო კარგი ვხდები. მეტყველება, ჩემი იუმორი, ჩემი „სისწერვე“ – ყველაფერი ერთად, საინტერესოს ხდის ჩემს პერსონას. ჩემში არის სერიოზული და გაწონასწორებული ქალი, რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზულ თემებზე ისაუბროს და ამასთან ერთად, კარგი იუმორიც მაქვს, კარგი გარეგნობაც, ეკრანზე მოხდენილი ვარ და ტელევიზიამ გამოიჩინა ჭკუა და წამყვანობა შემომთავაზა. ბრავო მას, ვინც ეს მოიფიქრა. დამიკავშირდნენ და მითხრეს, გვინდა, ტელეწამყვანი გახდეო. ამაზე საუბარი მანამდეც იყო სხვადასხვა ტელევიზიებთან, სილამაზის რუბრიკის წამყვანობასაც მთავაზობდნენ და სხვა თემებიც განიხილებოდა, მაგრამ ახლა, როცა ასეთი რეიტინგული და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ტელევიზიიდან დამიკავშირდნენ, დავთანხმდი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვერ გეტყვით, რომ გამიხარდა. დილით ადრე გაღვიძება დისკომფორტს მიქმნის, კოსტიუმები, თმა, ყოველდღე მაკიაჟი. არც ასეთ სამსახურს ვიყავი მიჩვეული, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი დამხვდა, ნიჭიერი ხალხი არიან და ყველამ თბილად მიმიღო. ცდილობენ, ყველაფერში დამეხმარნენ და ეს ადამიანები ისე მომეწონა, უარი ვეღარ ვთქვი.

– უკვე მოირგე წამყვანის ამპლუა?

– ამ პროცესში ვარ. პირველ დღეს ვნერვიულობდი, თუმცა, მითხრეს, ძალიან კარგი იყოო. მეორე გადაღებაზე იმდენად – აღარ და ძალიან თავისუფლად ვიყავი. ახლა უკვე ისეთი მოქოქილი ვარ, მგონია, რომ ენას საერთოდ აღარ გავაჩერებ (იცინის). მე არ მომწონს არაფერი კარგი, ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. როცა მეუბნებიან: კარგი ხარო, ეს არ მომწონს. საკუთარ თავზე მინდა მხოლოდ საუკეთესო მოვისმინო და ამ კუთხით, ძალიან ბევრს ვიმუშავებ საკუთარ თავზე. ვფიქრობ, რომ ჩემგან დროსთან ერთად ძალიან კარგი ტელეწამყვანი შედგება. თვითკრიტიკული ვარ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

– ეს შოუ სკანდალებთან ასოცირდება. შენ, ისედაც, სულ სკანდალები გიკავშირდება და არ გითხრეს, კიდევ ეს გინდოდაო?

– მიჩვეული ვარ სკანდალებს. ეს ჩემთვის იგივეა, რაც ორჯერ ორი ოთხია. ჩემს ცხოვრებაში სკანდალები და მსგავსი შოუები ბუნებრივად ხდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც მე უნდა ვიყო ამ ადამიანების გვერდით. როცა საჭირო იქნება, გავამხნევო, როცა საჭირო იქნება, დავტუქსო, მოვეფერო და სტიმული მივცე. იმ ხალხისთვის კი, ვისაც ჩემი თავი არ ჰყოფნიდა ეკრანზე, ეს ჩემი ხილვის დამატებითი საშუალება იქნება. კი ამბობენ, ვაიმე, აღარ გვინდა ამდენი კესარიაო, მაგრამ ყველაზე დიდი რეიტინგი მაშინ იდება, როცა მე ვარ სტუმრად. გადაცემაში რომ ოცი კაცი ზის, ნახვებს და რეიტინგს რომ გადახედო, მხოლოდ ჩემს ორ სიტყვას აქვს საოცარი გამოხმაურება. მეორე დღეს ჩემი სიტყვები მთელმა ერმა იცის და ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ რეიტინგს ვწერ.

– ამას როგორ ახერხებ?

– როცა თემა არის სექსი, ჯერ ძალიან სერიოზული კუთხით განვიხილავ, მერე იუმორით და საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოდის. ძალიან მიყვარს იუმორი და ვხედავ, რომ მას სხვებიც იტაცებენ. წინა გადაცემაში ვთქვი, აქ შეყვარებულმა მომიყვანა, ისეთ „ვიდზე“ ვიყავი, გადაუხვია და „გამჟიმა“-მეთქი. მართლა ასე კი არ მომხდარა, უბრალოდ, დამაგვიანდა და ასე ავხსენი (იცინის). ჩემი თავისუფლება და უკომპლექსობა იწვევს ამას. ვიღაც იმავეს შეიძლება ძალიან უხეშად აკეთებდეს და არ უხდებოდეს, მე ამ იუმორითა და ასეთი გარეგნობით რომ ვსაუბრობ, მიხდება. წლების წინ ასეთი არ ვიყავი. ძალიან დაკვირვებულად, ცოტას და მოზომილად ვსაუბრობდი. ლაკონიური პასუხები მქონდა. ახლა კამერა რომ ირთვება პირს აღარ ვხურავ. თავიდან რომ გამოვჩნდი, სულ სხვა დრო იყო და სხვანაირი მიდგომები მჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ დღეისთვის ყველანაირად შევდექი და ხალხმა შემიყვარა, ამიტომ შემიძლია, ეკრანზე ვიყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. ამ გადაცემიდანაც რომ დამიკავშირდნენ, მითხრეს, გვინდა, ისეთი იყო, როგორიც სინამდვილეში ხარ და არა დადგმულიო.

ნორმალური ადამიანები, აზრზე მოსული ქართული საზოგადოება ჩემს ყველა სიტყვას ადეკვატურად იღებს. იციან, რომ რასაც ვლაპარაკობ, სიმართლეა. ხოლო ვინც ჩემ მიმართ ნეგატივს აფრქვევს, არის ადამიანი, რომელსაც ამ სამყაროში არაფერი გაეგება. ასეთები ძალიან ჩამორჩენილი, წინა საუკუნეში ჩარჩენილი, გამოუსვლელი ხალხია. შეურაცხმყოფელადაც ვიტყვი, გოიმი, დებილი ხალხი ლაპარაკობს ნეგატიურად. ნორმალური და შეგნებული ტიპი რომ მიყურებს, ჩემს იუმორსაც ხვდება, ჩემს პირდაპირობასაც და თავისუფლებასაც. თუ კაი ტიპი ხარ, მე უნდა „გევასებოდე“.

– სოციალურ ქსელში მეგობრებს სექსუალურ თემებზე აწვდი ხოლმე ინფორმაციას. ამას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

– ბოლო ერთი წელია, ასეა. ამ კუთხით საკუთარ თავსაც ვავითარებდი, ბევრ ინფორმაციას ვეცნობოდი ორგაზმთან, სექსთან, ღალატთან დაკავშირებით. მართლა ბევრს ვკითხულობდი. გამიტაცა სექსთან დაკავშირებულმა სიღრმეებმა. სექსუალური გამოცდილების მხრივაც დიდი გამოცდილება დამიგროვდა. იქ ქმარი, იქ შეყვარებული, იქ სხვადასხვა „რომანჩიკები“. ბევრი ურთიერთობა მქონია და ვფიქრობდი, რა არის საჭირო, როგორია ანატომია. შედეგად, სექსთან დაკავშირებით ბევრი რამ შევისწავლე და მინდოდა, თავისუფლად და უკომპლექსოდ გამეზიარებინა ეს ინფორმაცია ხალხისთვის. შეიძლება, ვიღაცამ საერთოდ არ მოიძიოს, არადა სერიოზული პრობლემა ჰქონდეს ორგაზმთან დაკავშირებით. ამიტომ რაც მე ვიცი და მოვიძიე, ვცდილობ, ჩემს „ფეისბუქ“ მეგობრებსაც გავუზიარო. ნახევრად იუმორით, ძალიან კარგად იღებენ ამ და ბევრი დიდ მადლობას მიხდის. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

– ზოგადად, ფიქრობ, რომ ქართველი ქალები არ არიან საკმარისად ბედნიერები?

– ასეა, ქართველ ქალებს აკლიათ ბედნიერებაც და კიდევ ძალიან ბევრი რამ. ქართულმა საზოგადოებამ, სტერეოტიპებმა, ქვეყნის სიპატარავემ, ძალიან ბევრი კომპლექსი გაუჩინა ქალებსაც და კაცებსაც. ქალებს აკლიათ სექსი, აკლიათ სექსუალური განათლება. არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ქმართან. ქართველი კაცების დიდ ნაწილს ცოლი მაინც ცოლად მოჰყავს და რაც უფრო მეტი საყვარელი და ნაშა ჰყავს, მით უფრო მაგარი ტიპია. ეს ტრენდი დღემდე აქტუალურია და ეს ყოველთვის ასე იყო. აქ მე ერთგული ქმარი არ გამიგია. ყველას ქმარი მყავს ნანახი სხვა ქალთან კლუბში ან რესტორანში. ქალს და კაცს გახსნილობა აკლიათ ურთიერთობაში, სწორი ტიპის შერჩევა არ იციან, საკუთარი თავი არ ჰყავთ შეცნობილი, ქალებს საკუთარი თავის სიყვარულიც კი აკლიათ. არადა, ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყვნენ ჰარმონიაში. ამ დროს პირდაპირ ვიღაცის სიყვარულზე გადადიან, მასზე არიან ჩამოკიდებული და კაცისგან ელოდებიან ყველაფერს. ქართველი კაცები კი ფიქრობენ, რომ თვითონ არიან ყველაზე მაგარი ტიპები, ყველაზე სექსუალურები და ისიც ჰგონიათ, რომ ყველა ლამაზი ქალი მათი გასაჟიმია. რეალურად, ქართველი კაცების უმეტესობამ ანატომია არ იცის. არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს. არ იცის, რომ სექსამდე პრელუდიაა საჭირო, მოფერება და ყავაზე დაპატიჟება. ჯერ ადამიანი უნდა გაიცნო და მერე სხეული შეიცნო – ეს არ იციან ქართველმა კაცებმა. ან პირდაპირ სექსზე გადადიან, ან საცოლეს არქმევენ ქალს. მერე, თუკი რაღაც გიქნა, ღმერთმა იცის, რას გიზამს, ან მოგწონს ან არა და ასე ცხოვრობ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს არის კომპლექსების ბრალი. ეს არასწორია, გახნილობა უნდა იყოს ამ საკითხში. მე კაცს რომ შევხვდები და ერთხელ დაველაპარაკები, მაშინვე ვხვდები, რამდენად ჩემი ტიპია.

– კაცებს არ აქვთ შენთან ურთიერთობის შიში?

– კი, რა თქმა უნდა, აქვთ შიში. ჩემს ყოფილს ჩემი სილამაზის შიში ჰქონდა. მე ყოველთვის კარგ ფორმაში ვარ, კარგ ხასიათზე, ამაღლებული განწყობა მაქვს. მას ამის შიშიც ჰქონდა. არიან კაცები, ვისაც მოსწონთ ეს ყველაფერი, მაგრამ ვიღაცები ვერ უმკლავდებიან ამას და ურჩევნიათ, ძალიან უბრალო ცოლი მოიყვანონ, რომელიც მაგალითად, მისი ძმაკაცების ყურადღებას ვერ მიიქცევს, ვინც ხუთ შვილს გაუჩენს, სახლში ეყოლება და არასდროს უღალატებს. ამ დროს თვითონ მშვიდად იგულავებს. ასეთი კაცები ყოველთვის ცდილობენ, ცოლად ნაკლებად განათლებული და აქტიური ქალები მოიყვანონ.

– ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

– მყავს მეგობარი ბიჭი, რომელთანაც თავს იდეალურად ვგრძნობ. არც ერთად ვცხოვრობთ, არც გადამკვდარი ურთიერთობა გვაქვს, მეც დაკავებული ქალი ვარ, ისიც დაკავებული ტიპია. თავისუფალ დროს ვხვდებით და ჰარმონიულად ვართ.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!