ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება" - მამა...

“საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება” – მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება

მამა გაბრიელი, ცნობილია თავის წინასწარმეტყველური ნიჭით. მას არაერთი რამ აქვს ნაწინასწარმეტყველები.

მამა გაბრიელმა ბოლო ჟამზე იწასწარმეტყველა:

ბოლო ჟამზე გაბრიელ ბერს კი, ასეთი რამ აქვს ნათქვამი.

"საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზლებლად. საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.

ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?). რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...

ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.

ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.

ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.

სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.

რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის", - იწასწარმეტყველა წმინდა მამა გაბრიელმა 1993 წელს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!