სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ჰოროსკოპების მიხედვით

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ჰოროსკოპების მიხედვით

amindi

ვერძი

შესაძლოა გაუგებრობებმა იჩინოს თავი როგორც სამსახურში ასევე პირად სფეროში. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

კურო

მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, გაანალიზეთ საკუთარი დაშვებული შეცდომები და ეცადეთ მათ გამოსწორებას. შესაძლოა პერსპექტიული შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა ნუ გარისკავთ, ყველაფერი კარგად გათვალეთ.

ტყუპები

ნუ აჰყვებით ცდუნებას, მნიშნელოვანი გარდაქმნების დღეა, კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა მატულობს, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გმართებთ.

კირჩხიბი

მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, დაფიქრდით რა ხდება ირგვლივ, მეტად ირწმუნეთ საკუთარი თავის, გამოიჩინეთ სიმტკიცე და სიჯიუტეც კი, ამგვარი ქმედებით შეძლებთ თავი დააღწიოთ რთულ სიტუაციას.

ლომი

სასიკეთო დღეა განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. თქვენი მოტივაცია და შრომისმოყვარეობა არ დარჩება შეუმჩნეველი უფროსობისგან. დაასრულეთ ძველი საქმეები და თავს მიეცით მოშვების უფლება.

ქალწული

დღეს არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით. გააანალიზეთ არშემდგარი ურთიერთობები, გააცნობიერეთ რომ თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული.

სასწორი

დღეს ჯობია თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი საქმეების წარმოებისგან, მოლაპარაკებებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული ჯობია ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ.

მორიელი

შესაძლოა რადიკალური ცვლილებების სურვილმა შეგიპყროთ, თუმცა ჯობია ცვლილებები თქვენს შინაგან სამყაროში დაიწყოთ. გადააფასეთ ღირებულებები, გაიფართოვეთ თვალსაწიერი, გარეთ კი ყველაფერი თავისით დალაგდება.

მშვილდოსანი

შესაძლოა შფოთმა და გაღიზიანებამ იჩინოს თავი, ეცადეთ მეტად დაისვენოთ, ნუ აჰყვებით ცდუნებებს. მეტი მოთმინება და სიმტკიცე გმართებთ.

თხის რქა

მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ საქმიანობას. იყავით გულახდილი და მეტი გაგებით მოეკიდეთ პარტნიორის ქმედებას მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოლოდინები შესაძლოა ვერ გაამართლონ.

მერწყული

საქმიანობაში შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, ან არჩევანის წინაშე დადგეთ, რომელიც თქვენში გაღიზიანებას შემოიტანს. აიმაღლეთ განწყობა და გახსოვდეთ, რომ ოპტიმიზმი წარმატების საწინდარია!

თევზები

მატულობს თქვენი შარმი და გარშემომყოფთათვისაც უფრო შესამჩნევი ხდებით, გამოიყენეთ ეს მდგომარეობა მოლაპარაკებების დროს. თქვენი მიზანსწრაფულობა სასიკეთოდ აისახება ნებისმიერ საქმეზე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!