ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა"დედაშენი პირდაპირ ბოსლიდან მოვიდა ბავშვებთან, ისეთი სუნი იდგა, ფუუ.... ვერც ვეკარები საჭმელს,...

“დედაშენი პირდაპირ ბოსლიდან მოვიდა ბავშვებთან, ისეთი სუნი იდგა, ფუუ…. ვერც ვეკარები საჭმელს, ხომ ხედავ?!” – რძლის ამ სიტყვებმა სამუდამოდ მოუკლა გული

amindi

ქალაქიდან დედასთან დავბრუნდი სოფელში საცხოვრებლად, რაც მამა გარდაიცვალა მარტო დარჩა.

მეურნეობასაც მარტო უძღვება, ჯანმრთელობაც აღარ უწყობს ხელს და გადავწყვიტე დავეხმარო.

ზაფხულობით ჩემი ძმა გვსტუმრობს ხოლმე ოჯახთან ერთად.

დედა ამ დროს თავიდან ფეხებამდე იცვლება, ერთიანად ბრწყინავს მათი დანახვისას.
ციბრუტივით ტრიალებს:ცხელი-ცივი, თავს გვევლება ყველას.

მხოლოდ მაშინ ავიწყდება მაღალი წნევები და წელის ტკივილი შვილიშვილებს რომ ხედავს.

უყვარს და აქებს რძალს მეზობლებში, ქალაქელი ნასწავლი, განათლებული გოგოაო.

ჩემი რძალი ექიმია და დედას განსაკუთრებით უყვარს ხოლმე ამაზე ხაზის გასმა, ეამაყება.

სანამ ჩამოვლენ, დღეებს ითვლის და ათასჯერ დამარეკინებს ხოლმე, აბა რას შვებიან

ხომ არ მოიფიქრეს უფრო ადრე ჩამოსვლაო.

მისაღებში გამოსაჩენ ადგილას უდევს ჩემი ძმისა და რძლის ფოტო, ყოველ გავლა-გამოვლაზე ჩაიჩურჩულებს ხოლმე "გენაცვალოთ დედა, დაგლოცოთ უფალმაო".

ეზოში დიდი რკინის ჭიშკარი გვაქვს და ყოველ გაღებაზე ისე ჭრიალებს, ძალიანაც რომ გინდოდეს ჩუმად ვერც გახვალ და ვერც შემოხვალ. ყოველ დაჭრიალებაზე დედას თვალი იქით უჭირავს აბა ხომ არ მოვიდნენ ჩემებიო.

...როგორც იქნა ჩამოვიდნენ. გარდაისახა დედაჩემი, სახე გაუნათდა და გაბრწყინდა.

ჯერ ისედაც ვერ ისვენებს, სოფელში საქმეს რა გამოლევს, ახლა სულ მთლად გადაირია.

„დაისვენე დედაჩემოო“ -ხშირად ტუქსავს ხოლმე ჩემი ძმაც, მაგრამ ვის ესმის.

დილიდან, სანამ გავიღვიძებთ მოიშორებს ბაღ-ბოსტნის საქმეს, საქონელს გაუშვებს , ქათმებს გამოუშვებს, დააპურებს და მერე სამზარეულოში ტრიალებს.

უყვარს ნახელავს რომ შეუქებენ ხოლმე, ბავშვები კი გიჟდებიან ბებოს ხაჭაპურებზე, ბებოსაც ხომ მეტი არაფერი უნდა ბედნიერებისთვის...

იმერული სტილის, ოდა სახლი გვიდგას. ქვემოთ ქვითაა ნაშენები, ზედა სართული კი მთლიანად ხეშია ამოყვანილი. ზემოდან ქვემოთ ყოველი ჩქამი და გაფაჩუნება ისმის.

საღამოს დედაჩემმა ყველა რომ დაგვაპურა და დაგვაბინავა, ძალით დავისვი გვერდით, ცოტა ხნით დაისვენე და წნევა გადავიმოწმოთ თქო, სულ მეშინია ამ რეჟიმში არაფერი დამართოს თავს.

გვინი იყო და ბავშვებს უკვე ეძინათ. სანამ წნევის აპრატი მოვიმარჯვე ჩემი ძმისა და რძლის საუბარი შემომესმა:

"-კარგი რა, ვეღარ ვძლებ, დილით ადგა და პირდაპირ ბოსლიდან მოვიდა ბავშვებთან, ისეთი სუნი იდგა, ფუუ.... ვერც ვეკარები საჭმელს ხომ ხედავ?!

-წავალთ ხო, წავალთ ...-ეუბნებოდა ჩემი ძმა.

გაფითრებულმა დედაჩემს გადავხედე, ის თითქოს ერთიანად დაპატარავებულიყო, ფურცელზე უფრო თეთრი გამხდარიყო და ნერვიულობისგან ტუჩები უთრთოდა...

წნევა გავუზომე, მაღალი ჰქონდა. წამალი დალია და უსიტყვოდ დავწექით ორივე...

პირველი დილა იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც დედას დავასწარი გაღვიძება. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა...

წნევა ისევ მაღალი ჰქონდა.

წყლისა და წამლის მოსატანად გავიქეცი..

მისაღებში რძლისა და ძმის სურათი აღარ იყო..."

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!