კვირა, დეკემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიბასილაშვილის დაცვის მთავარი არგუმენტები_ ამას არავინ ელოდა, ნათეთ რა გაამხილა ბასილაშვილის ადვოკატმა

ბასილაშვილის დაცვის მთავარი არგუმენტები_ ამას არავინ ელოდა, ნათეთ რა გაამხილა ბასილაშვილის ადვოკატმა

frenis kompensaciafrenis kompensacia

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის თითქმის 2-წლიანი განხილვა დასრულდა. 20 ოქტომბერს ჩოგბურთელის ადვოკატებმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს ყველა არგუმენტი და მტკიცებულება. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის საბოლოო განაჩენს მოსამართლე დღეს, 21 ოქტომბერს გამოაცხადებს.

ადვოკატების დასკვნითი სიტყვა თითქმის 7 საათს გაგრძელდა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც, თუმცა ვინაიდან მას პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვან შვილზე უნდა ესაუბრა, ადვოკატების თხოვნით, მოსამართლემ პროცესი დახურა. სხდომას, რომელზეც დაცვა საუბრობდა, არ დაესწრო დაზარალებული ნელი დოროყაშვილი.

საბოლოო სიტყვა სრულად თქვა ჩოგბურთელის სამი ადვოკატიდან ერთ-ერთმა, თეონა გვაზავამ, რომელმაც ისაუბრა ბასილაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე, ძალადობის ეპიზოდები და მტკიცებულებები შეაფასა.

"ერთ-ერთი ეპიზოდი, რაზეც ნელი დოროყაშვილი საუბრობს, მეგობრების კონტროლია. ამაზე მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილია 2017 წლის 8 ივნისის ჩანაწერი, რაც არის ფაქტობრივად 1-საათიანი, სადაც ჩვენითაც ვნახავთ, რა ფსიქოტიპია ნელი და რა ფსიქოტიპია ნიკა და რეალურად ვინ ვისზე ძალადობს, ან რომელი იყენებს უფრო მეტ ბილწ სიტყვას და ვინ უფრო მეტ შეურაცხყოფას აყენებს", - თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე. დაცვამ პროცესზე წყვილის დიალოგიდან ცალკეული ამონარიდების კითხვა დაიწყო და საკუთარი კომენტარები და შეფასებები დაურთო.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!