ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბებივაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორები გამოკითხვაზე იმყოფებიან

ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორები გამოკითხვაზე იმყოფებიან

aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, ცოტა ხნის წინ, ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორები მივიდნენ. ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს. სამმართველოს შენობაში სამი მოწმე მივიდა. ისინი კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლები არიან. მათ უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ადვოკატმა აღნიშნა, რომ „ელემსიმ“ შეიმუშავა ის პროექტი, რომელიც შემდგომ უკვე კომპანია „გრინ სერვის პლუსმა“ განახორციელა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ რას უკავშირდება შადრევანში მომხდარ ტრაგედია, ამაზე პასუხის გაცემა ამ ახლა შეუძლებელია.

„გამოსაკითხია სამი პირი, ეს არის პროექტის მთავარი არქიტექტორი, შპს „ელემსის“ დირექტორი და შპს „ელემსის“ დამფუძნებელი. თავიდან ბოლომდე შადრევნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის პროექტირება არის ამ ორგანიზაციის გაკეთებული. ყველაფერი არის ევროპული სტანდარტების დონეზე.

საპროექტო ნაწილმა გაიარა სრული ექსპერტიზა. აღნიშნული ტრაგედია რას უკავშირდება, ამაზე დღეს საქართველოში ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ ვერავინ,“ – ამბობს კომპანია „ელემსის“ ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია.

Facebook კომენტარები
turebi iafadturebi iafad
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

Wizz Air-ის ავიაბილეთები საიტზე დაბალ ფასად