ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიჩეხეთი რუსებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ჩეხეთი რუსებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

frenis kompensaciafrenis kompensacia

ჩეხეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს 25 ოქტომბრიდან დაკეტავს.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ქვეყანაში რუსი ტურისტების მიმართ ამოქმედდება ისეთივე სავიზო პოლიტიკა, როგორიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და ფინეთს აქვთ.

„იმ დროს, როდესაც უკრაინაში რუსული რაკეტები ცვივა საბავშვო მოედნებზე და ხალხზე, რომელიც უბრალოდ სამსახურში მიდის, ჩეხეთის საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად 200-მდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩამოდის. ამიტომ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის ზონის გარედან შემოდიან, საერთაშორისო აეროპორტიდან, ტურიზმის, სპორტისა, თუ კულტურის მიზნით შესვლაზე უარს ეტყვიან. ეს ზომა გამოიყენება შენგენის მოქმედი ვიზების მფლობელებზე, რომელიც ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში იქნა გაცემული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!